USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  669

2023 წლის 20-21 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:

- რობოტინეს პლაცდარმის ირგვლივ უკრაინელები შეტევას აფართოებენ. ამ ყველაფრის ფონზე კი რუსები იძულებულნი არიან შეტევის მთელს პერიმეტრზე მაქსიმალურად დიდ ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მოუყარონ თავი. ეს კი ორ რეალობას ქმნის: 1. დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა პატარა მონაკვეთზე დიდი რაოდენობით შედარებით მარტივი სამიზნის არსებობას ქმნის; 2. უკრაინელებს საშუალებას აძლევს ამ სექტორის მიღმაც გააქტიურდნენ - რუსებმა სხვა ადგილებიდანაც კი გადმოისროლეს პროფესიონალი სამხედროები ამ სექტორის დასაცავად. მიუხედავად დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ნაწილების თავყრილობისა უკრაინელები ახერხებენ წინსვლას.

- ბოლო 48 საათია ყირიმი ინტენსიური სარაკეტო და დრონებით შეტევის ქვეშაა მოქცეული. გუშინ დაიბომბა რუსული საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბი სევასტოპოლის სიახლოვეს. პუნქტი სრულად განადგურდა. მას რამდენიმე Storm Shadow ესროლეს. დღეს მეორედ დაიბომბა სევასტოპოლი. ამჯერად სამიზნე უცნობია, მაგრამ დაბომბვას დიდი აფეთქება მოჰყვა.

წუხანდელი იერიშებიდან კი საკის სიახლოვეს ასაფრენი ბილიკი დაიბომბა. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ცენტრალურ ყირიმშიც აქტიურად მუშაობდა. შესაბამისად, უკრაინული იერიშების დაფარვა მთელი ნახევარკუნძულის მიმართულებით განხორციელდა. 

- რუსების მხრიდან აქტიური საარტილერიო დაბომბვა მიმდინარეობს უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში. როგორც ჩანს რუსები უკრაინელთა მასირებულ შეტევას ვარაუდობენ ივნისში ანტონოვის ხიდის სიახლოვეს შექმნილი უკრაინული სამხედრო პლაცდარმიდან და ამის პრევენცია უნდათ.

- სოჭის ნავთობტერმინალის ნაწილი აფეთქდა და დაიწვა. ოფიციალური მიზეზი არ არის ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით მას უკრაინული დრონი დაეცა. ამ ფონზე ისედაც გართულებული საწვავის მიწოდების მდგომარეობა რუსეთის შიგნით კიდევ უფრო დამძიმდება. სწორედ ამიტომ, დღეს რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით ბენზინისა და დიზელის ექსპორტი უცხოეთში აიკრძალა. ამით კრემლი ბენზინსა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ფასების ავარდნასა და ამით გამოწვეულ შოკზე და შიდა ბაზრის თუ სამხედრო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე აკეთებს გათვლას. ვნახოთ რა გამოუვა.

- პოლონეთსა და უკრაინას შორის ხორბლის გატანის საკითხზე ურთიერთობები გარკვეულწილად დაიძაბა. როგორც ადრეც ვისაუბრეთ, პოლონეთს არ სურს უკრაინული ხორბლის მიღება, რადგან ეს ადგილობრივი ხორბლის ფასს გააუფასურებს, ხოლო ფერმერები მთავრობის წინააღმდეგ გამოვლენ. იმ ფონზე, რომ პოლონეთის ხელისუფლება ფერმერებზე დგას და არჩევნები რამდენიმე კვირაში ტარდება ეს უმნიშვნელო საკითხი არაა. ამ ფონზე რუსულმა პროპაგანდამ ისე წარმოადგინა თითქოს პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ გადავცემო. არადა პრემიერმა მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისათვის რისი გადაცემაც შეეძლო პოლონეთს უკვე გადასცაო და ახლა ამ ძველი იარაღის ჩანაცვლება და პოლონეთის გადაიარაღება უმთავრესი პრიორიტეტი იქნებაო.

მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის