USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  655
2023 წლის 6-7 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
- როგორც უკრაინელებმა ისე რუსებმა ამ რობოტინეს სექტორში მობილიზებული სამხედრო დაჯგუფებები თითქმის სრულად ჩართეს შეტევა-თავდაცვით ოპერაციაში. ბოლო ოთხი დღეა უკრაინელები დღიურად 100-150 მეტრით მიიწევენ წინ. უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ვერბოვეს შტურმი აქტიურ ფაზაშია. ამასთან, უკრაინელები უტევენ ნოვოპროკოპივკას არა ერთი, არამედ ორი, ფლანგური მიმართულებებიდან (ჩრდილო-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან). იმ ფონზე რომ რუსული თავდაცვის ზღუდე სხვადასხვა ფორტიფიკაციებთან, თხრილებთან და მავთულხლართებთან ერთად ერთად სანგრებად დაყოფილ საყრდენ პუნქტებადაც შედგება, რომელსაც ზოგჯერ რუსული ასეულები იცავენ ხოლმე, მათი აღება უკრაინელთათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუმცა დიდ დროს მოითხოვს.
რუსები კონკრეტულ მონაკვეთებში ცოცხალი ძალის მაქსიმიზაციით ცდილობენ უკრაინელთა შემტევი ძალების გამოფიტვას, უკრაინელები კი პირიქით, არა ერთ კონკრეტულ მონაკვეთს, არამედ მთელს სექტორს უტევენ გაშლილად. სწორედ მრავალწერტილიანი იერიშის არარსებობა იყო დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების მხრიდან კრიტიკის საფუძველი, მაგრამ როგორც ჩანს უკრაინელებმა ეს ტაქტიკა მიკრო დონეზე ეფექტურად აითვისეს და პატარა მონაკვეთში არა მხოლოდ ცენტრალური გზით გასწვრივ, არამედ ყველა გეოგრაფიული გზაგამტარის გამოყენებით ახორციელებენ დაწოლას.
პრაქტიკულად ყველა დამკვირვებელი ამ სექტორისაკენ იყურება, რომელშიც გარღვევა რამდენიმე მონაკვეთზე უკვე დაფიქსირებულია, მაგრამ რუსული წინააღმდეგობა ჯერ კიდევ არ არის დაძლეული.
- საიმედო სიტუაციაა ბახმუტის სამხრეთით, კლიშჩიივკაში. დღეს რუსული ნაწილები უკან დახევისას საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ. ამასთან, უკრაინელებმა დასახლების ირგვლივ ყველა შემაღლებული პოზიცია დაიკავა. კლიშჩიივკას ცენტრს უკრაინელები აკონტროლებენ. იმ ნაწილში კი, რომელშიც რუსები ცდილობდნენ ყოფნას, პრაქტიკულად სრულადაა განადგურებული. ეს ყოველივე კი შეიძლება იმის მომასწავებელი იყოს, რომ რუსებს მოუწევთ დასახლებიდან გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი მათ რიგებში კიდევ უფრო გაიზრდება. კლიშჩიივკას აღება ბახმუტის სამხრეთიდან მომარაგებას კიდევ უფრო შეაფერხებს, ხოლო უკრაინელებს რკინიგზის ხაზზე გაიყვანს.
- დონეცკის ოლქში, სამხრეთში, ველიკა ნოვოსილკა-მარიუპოლის გზის გასწვრივ უკრაინელები არამხოლოდ ცენტრალურ გზაზე მდებარე ზავიტნე ბაჟანიას უტევენ კვლავ, არამედ მის აღმოსავლეთით, პრაქტიკულად სრულიად სტეპურ მდელოზე მდებარე კრემენჩუკზეც მიიტანეს იერიში. ეს ძალიან სწორი სტრატეგიაა, რადგან რუსები თუკი იძულებულნი გახდნენ არა ერთი არამედ რამდენიმე პოზიცია ერთდროულად დაიცვან, ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.
ამავე მონაკვეთის აღმოსავლეთით, უკრაინული შტურმი გრძელდება ნოვოდონეცკეზე. დასახლების უმეტესობა უკრაინელთა ხელში გადავიდა.
- პრო-უკრაინულმა რუს მოხალისეთა კორპუსმა უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო ზოლში კიდევ ერთი იერიში მიიტანა რუს სამხედროებსა და ფსბ-ს დანაყოფზე. ეს იმ ამბის კიდევ ერთხელ გამეორებაა, რაც 4 სექტემბერს მოხდა ბრიანსკის ოლქის მიმართულებით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთ სასაზღვრო რეიდებს რუსული დანაყოფებიც მიმართავენ უკრაინელთა წინააღმდეგ.
- ლუგანსკის ოლქში უკრაინელებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს კადიივკა. სამიზნე სამეთაურო პუნქტი იყო.
- ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ოლეშკიში ფსბ-ს წარმომადგენელი ააფეთქეს საკუთარ მანქანაში.
- წუხელ დაიბომა რუსეთი, ქალაქი როსტოვი და ვოლგოგრადის ოლქი. აღსანიშნავია, რომ აქამდე ვოლგოგრადის ოლქზე არ განხორციელებულა უკრაინელთა დარტყმები. ამასთან, ცოტა ხნის წინ დაიბომბა ბრიანსკიც, რომლის შედეგადაც სამრეწველო დაწესებულებას გაუჩნდა ცეცხლი.
- სიტუაცია კუპიანსკის მიმართულებით სრულად დასტაბილურდა, რუსული ზაფხულის შეტევა ამ ეტაპზე ჩავარდა, მაგრამ მოდუნების საფუძველს ეს არ იძლევა. პირიქით, გენერალი სირსკი ვარაუდობს, რომ რუსებმა შეიძლება ახალი იერიში წამოიწყონ ერთდროულად სამი მიმართულებით - კუპიანსკისაკენ, მდინარე ოსკილისაკენ (სვატოვედან) და ლიმანისაკენ. ამიტომაცაა, რომ უკრაინელები სამხედრო ნაწილების შემცირებას ამ მონაკვეთიდან არ აპირებენ.
- რამდენიმე დღის წინ BBC სიუჟეტს უშვებს, სადაც დაღუპულ უკრაინულ სამხედროებზე საუბრობს. ციფრს არ ასახელებს ჟურნალისტი, მაგრამ სიუჟეტში ნათქვამია, რომ დაღუპულ უკრაინელთა რიცხვი კონტრშეტევის დაწყების შემდეგ გაიზარდა. ეს მოსალოდნელია, რადგან შეტევისას თითქმის ყოველთვის უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე თავდაცვისას. ამასთან, სიუჟეტში ისიც იყო ნათქვამი, რომ მრავალი დაღუპული სამხედროს ნაცვლად მისი ოჯახის სხვა წევრი წავიდა ფრონტის ხაზზე საომრად - დაღუპული ქმრების ნაცვლად ცოლებმა აიღეს იარაღი ხელში.
- ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში იმის დასტურად განხორციელდა, რომ აშშს მხარდაჭერა უკრაინისადმი მყარი და ურყევია. მეტიც, ბლინკენი კმაყოფილია უკრაინული შეტევის შედეგებით. როგორც ჩანს აშშ-ს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კარგადაა გააზრებული ამ ომის შედეგების მნიშვნელობა და რომ რუსეთის გამარჯვება არსებულ საერთაშორისო წესრიგს დაანგრევს. ამასთან ბლინკენმა უკრაინისათვის დამატებით მილიარდი დოლარის დახმარებაზე ისაუბრა, ხოლო მის ვიზიტს 175 მილიონ დოლარიანი სამხედრო პაკეტის გამოცხადება უძღოდა წინ.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის