ამ რუკაზე კარგად არის აღწერილი სიმართლე. წითელ გრაფაში წერია რეალობა. გადაცემულსა და ოკუპირებულს შორის დიდი სხვაობაა.
სტალინი – ორჯონიკიძეს: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია.
საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს.
ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი!
სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდე მცხოვრებით!
საბოლოო ჯამში 1918-1921 წლებში საქართველომ დაკარგა ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი.
მას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.