USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
რა შემთხვევაში მოაწერს ხელს დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობა"
თარიღი:  634

რატომ არ მოწერა ხელი "ნაციონალური მოძრაობამ" შეთანხმებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განმარტებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აქვეყნებს:

"1. მელია ციხეშია და შეთანხმება არ მიგვაჩნია სწორად.

2. 20 ივნისის ამნისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები.

პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. "პოსლეზე" მოწერა არ მიგვაჩნია სწორად.

ამნისტიით და გირაოთი გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს - ანუ, რომ არ ეთანხმება.

ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე მოხდა, რომ მელია უპირობოდ გათავისუფლდა მაშინ რა გამოვა ? რომ იჩქარეთ ხომ ? და თუ უპირობოდ არ გამოვა მაშინ სხვა ფორმით ენმ - ს ხელმოწერის შანსი - 0

უპირობოდ გათავისუფლების შემდეგ ანუ არც გირაო და არც 20 ივნისის ამინისტია - შეიძლება დისკუსიის გახსნა და ამის შემდეგ უკვე პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას.

პირადად არც ამის შემდეგ ვემხრობი შეთანხმებას - ჟვანიას და ქოცების ცესკოს მიერ ჩატარებული არჩევნები გვინახავს ( უარეს ცესკოს მივიღებთ ამ შემოთავაზებით )

კარგი ის არის, რომ დოკუმენტში ღიად არის საუბარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ვადამდელი არჩევნების მისასვლელ გზებზე... რის აღიარება ოცნებასაც უწევს,"- უწერს ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძეს.

მანამდე, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: "ნაცმოძრაობა რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს," - წერს ხაბეიშვილი. 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის