“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, ახალი მოწვევის პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან, რომლის საქმიანობაშიჩ ჩერთვებიან როგორც ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მისი თქმით პარლამენტში შევლენ, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობოები.
კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ არჩევნების შედეგებში თუნდაც 1%-იანი გადახრაა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, მმართველი პარტია რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს, თავად კობახიძე კი ყველა პოლიტიკურ თანამდებობას დატოვებს და პოლიტიკას ჩამოშორდება:
“საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთვორბო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩარტული ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის მათ შორის, უბნების მასსთაბური გადათვლის გმაოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ჩვენ დარწმუნებული ვართ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება, “ქართული ოცნება” გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.გარდა ამისა, როგორც “ქარტული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ასეთ შმთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის, ანუ 50 დეპუტატის მხარდაჭერით.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის – იმ პარლამენტის წევრთა ერთობლიობის წარმომადგენლობა, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/