საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" ხმების 40%-ს ვერ მიიღებს, რიგგარეშე არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდება.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ რომ 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რაც ნიშნავს, რომ თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.