USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
რა შემოსავალი ჰქონდათ წელს “მაგთის”, “სილქნეტმს” და “სელფის"
дата:  1166

2023 წლის 8 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 515 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.5 მილიონი ლარით ანუ 17%-ით მეტია.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით არის განპირობებული. აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში 5,378,916 აქტიური აბონენტია, რაც წინა წელთან შედარებით 150,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები მიმდინარე წლის რვა თვეში ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” - 2,307,221 აბონენტი, შემოსავალი 253,358,053 ლარი, წლიური ზრდა 17%;
  • “სილქნეტი” - 1,880,905 აბონენტი, შემოსავალი 179,531,824 ლარი, წლიური ზრდა 18%;
  • “სელფი” - 1,323,220 აბონენტი, შემოსავალი 81,405,461 ლარი, წლიური ზრდა 12%.

აბონენტების რაოდენობა წელს ყველაზე მეტად “სილქნეტს” გაეზარდა, რომელსაც 86 ათასით მეტი აბონენტი ჰყავს. აბონენტების ზრდით მეორე ადგილზეა “მაგთი”, რომელსაც 36 ათასი მომხმარებელი შეემატა, “სელფის” აბონენტების რიცხვი კი 10 ათასით გაიზარდა.

მომხმარებლების გაზრდილ რიცხვთან ერთად მომატებულია ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალიც. “მაგთის” აბონენტი თვეში 15.19 ლარს იხდის (მატება 23 თეთრი), “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 13.44 ლარია (ზრდა 65 თეთრი), “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 8.63 ლარი (მატება 78 თეთრი).

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ მობილური ოპერატორების შემოსავალი სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ხმოვანი ზარების განხორციელებაზე. მაგალითად აგვისტოს განმავლობაში 708 მილიონი სატელეფონო ზარი შედგა, რაც წლიურად 69 მილიონი ზარით ნაკლებია. ხმოვანი სერვისის შემოსავალი კი 10.8 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2 მილიონი ლარით არის შემცირებული.

გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. აგვისტოში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 54,788 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 28%-ით არის გაზრდილი,

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати