USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
რა საფრთხეს ქმნის რუსული, იაფიანი ელექტროენერგიის იმპორტი
თარიღი:  980
მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე 37 მლნ 113 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა – 650 აშშ დოლარით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმპორტის უდიდესი წილი - 61% რუსეთზე მოდის, საიდანაც 1 მლრდ 049.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ჯამურად 7 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.
 
 რა რისკებს ქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის იაფი, მაგრამ მზარდი რუსული ელექტროენერგიის იმპორტი, ეს თემა ენერგეტიკოსმა გიორგი აბრამიშვილმა ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის მაგალითზე განიხილა.
 
"ერთი მხრივ, არ უნდა შეგვეშალოს ის, რომ რუსეთი ამ იაფიან ელექტროენერგიას აფხაზეთს აწვდის, მაგრამ ეს ჩვენს ენერგობალანსში ჩანს და აისახება. მეორე მხრივ, გავაკეთოთ აქცენტი სხვა რამეზე და გადავხედოთ დღევანდელ ევროპას. რას უკეთებს რუსეთი დღევანდელ ევროპას? - ევროპაში უკვე ქარხნები ჩერდება, მაგალითად ესპანეთში, ისეთი ქარხნები, რომლებიც ენერგორესურსებზეა დამოკიდებული, მაგალითად მეტალურგია, ცემენტის წარმოება და ა.შ, სადაც დიდი წილი აქვს ელექტროენერგიის ხარჯს და ეს იმიტომ ხდება, რომ ელექტროენერგიის ხარჯი გასამმაგებელია, რადგან ზოგადად გაზის და წიაღისეულის ფასია მგონი გახუთმაგებული და ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუზღუდა და საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი მესიჯი იყო ის, რომ ამით North stream 2-ის მშენებლობის საბოლოო რატიფიცირება უნდა გააკეთოს, რათა ევროპას ანახოს, რამდენად სჭირდება კიდევ ერთი მილსადენი რუსეთთან დამაკავშირებელი.
ეს რისკები ევროპას დღეს უდგას და როგორ შეიძლება ჩვენ არ ვაანალიზებდეთ, რომ ასეთი დამოკიდებულება რუსეთმა, შეიძლება მას როცა დასჭირდება, პოლიტიკური ბერკეტის სახით გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ჩვენი განახლებადი რესურსი უნდა ავითვისოთ და რაც შეიძლება მალე, რადგან მერე უკვე იმ მდგომარეობაში შევდივართ, რომ ამ დამოკიდებულებიდან და კლანჭებიდან გამოსვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება”, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის