USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
რა რეკომენდაციებს აძლევს წმინდა სინოდი მრევლს, კორონავირუსთან დაკავშირებით
Date:  1704

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდება გახმოვანების საშუალებები, რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს, ასევე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სურვილის შემთხვევაში, სასულიერო პირები ადგილზე მოემსახურებიან. ამასთან, წმინდა სინოდი მრევლს მოუწოდებს, ყოველ დღე გარკვეული ლოცვები წაიკითხოს.

გარდა ამისა, საქართველოს საპატრიარქო მზაობას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები მიიღოს.

„წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

1.ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით;

2.სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარსა და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება;

3.ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმლის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით;

4.რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს: ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შეთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე, სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები;

5.წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.

არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.

6.ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან. ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაოჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო;

7.საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებზე. ასევე, საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია... ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად - ერი და ბერი - გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს“, - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

 

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way