USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  483
2023 წლის 9-10 მაისის შეჯამება უკრაინაში:
- საკმაოდ საინტერესოდ იცვლება რიტორიკა რუს სამხედრო კომენტატორებსა თუ უშალოდ პრიგოჟინის უწყებაში: თუკი აქამდე საუბარი იყო უკრაინის სისუსტეზე ან რუსულ სარდლობაში რომელიმე ერთი პერსონის დადანაშაულებასა და განტევების ვაცის ძიებაზე, ახლა თანდათან წინ მოდის უკრაინული არმიის სიძლიერეზე საუბარი. ამას ემატება ნატოს ფაქტორიც - რუსული მედია გაძლიერებულად იმეორებს, რომ ნატო ებრძვის რუსეთს უკრაინასთან ერთად. მარტივად რომ ვთქვათ, მიმდინარეობს ფსიქოლოგიური შემზადება კონტრშეტევისათვის. თუკი უკრაინული არმია წარმატებული იქნება იტყვიან აგერ ძალიან ძლიერმა ოპონენტმა ნატოს დახმარებით მოახერხა ჩვენი დამარცხებაო. და პირიქით, თუკი უკრაინული კონტრშეტევა ჩავარდა აღნიშნავენ, რომ აგერ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე დავამარცხეთ და ეს ჩვენი დიდი გამარჯვებააო. მოსალოდნელი იყო მსგავსი რიტორიკა. სამხედრო მოქმედებებს არ უყვარს მეტიჩრობა, ეს კი ისეთი რამ იყო რაზე რუსული არმია გახლდათ დაშენებული.
- ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინელებმა ბახმუტში და მის შემოგარენში 3-დან 5 კილომეტრამდე შეიწიეს რუსული პოზიციების სიღრმეში. პრიგოჟინი განმარტავდა, რომ უკრაინელებმა ისეთი პოზიციებიც დაიკავეს მათ ასაღებად 500 სამხედროს სიცოცხლე შევწირეო. ეს მხოლოდ ბახმუტისათვის ბრძოლას კი არ გაახანგრძლივებს მხოლოდ, არამედ რუსული სამხედრო-პოლიტიკური წრეების შიგნით დაპირისპირებასა და ურთიერთგადაბრალებას კიდევ უფრო გაამძაფრებს. ზოგადად, როდესაც საქმე კარგად მიდის იქ ერთიანობის შენარჩუნება შედარებით ადვილია, მაგრამ ნებისმიერ მარცხს ბრალეული სჭირდება. ასეა ავტოკრატიულ რეჟიმებში. ამ შემთხვევაში პრიგოჟინი რუსეთის არმიის 72-ე ბრიგადას აბრალებს პოზიციების მიტოვებას.
- საფრანგეთმა "ვაგნერი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ზოგადად, ეს უმნიშვნელო რამ არ არის, რადგან რაც მეტად მოიყრის თავს ტერორისტული ძალა რუსეთის ხელისუფლების ირგვლივ, მით უფრო ცოტა ადამიანიღა დაჯდება მათთან მოსალაპარაკებლად. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საფრანგეთის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ებრძვის არამხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუსულ ტერორისტულ დაჯგუფებასაც.
- უკრაინული დრონების თავდასხმა განხორციელდა რუსეთში: 1. ვორონეჟის სამხედრო-საწვრთნელ ცენტრზე; 2. კურსკის ოლქზე; 3. კალუგის ოლქზე. ეს უკანასკნელი, უკრაინას არც კი ესაზღვრება.
- პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო რეზერვისტების მასობრივი გაწვევა და წვრთნა დაიწყება. ასეთი რეზერვი, ძირითადად, თავდაცვით ომში გამოიყენება ხოლმე. აშკარად ეშინიათ კრემლში და ნებისმიერი სცენარისათვის ემზადებიან.
მიყევით ბმულს - ">გიორგი კობერიძე
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის