USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  534
2023 წლის 1 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
- მოსკოვის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში დანიშნული მიტროპოლიტი პაველ ლებედი, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის მტერი იყო, კიევში დაკავებულ იქნა. ლებედს ჯაშუშური საქმიანობა, შიდა დაპირისპირების გაღვივება და ეკლესიაში პრორუსული პოლიტიკის გატარება ბრალდება. იგი პეჩორის ლავრას განაგებდა კიევში. მისი ზედმეტსახელი "ფაშა მერსედესია". იგი გამორჩეულად მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს და უკანასკნელი მოდის ტანისამოსს, საათს, ავტომობილებს, კაშნესა და სხვა ატრიბუტებს ატარებს. მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ მისი საქმიანობაა, რომელიც ღიად რუსული იყო და რუსული აგრესიის გამართლებას ემსახურებოდა და ეკლესიის შიგნით მრევლს მეხუთე კოლონად ქცევისათვის ამზადებდა. მას სასამართლოს საბოლოო განჩინებამდე ფეხზე GPS სამაჯური დაუმაგრდა. ამ ფონზე პეჩორის ლავრა უკრაინის ეროვნულ ავტოკეფალიურ ეკლესიას დაუბრუნდება.
- უკრაინულმა არტილერიამ ქალაქი ზაპორიჟიას დაბომბვის საპასუხოდ რუსულ პოზიციებზე მიიტანა ინტენსიური იერიში. განსაკუთრებით აქტიურად დაიბომბა პოლოჰის მიმართულება ზაპორიჟიას ოლქში. სხვა დეტალები არ არის ცნობილი.
- საბრძოლო მოქმედებები დონეცკის ოლქში ავდიივკასა და ბახმუტის მიმართულებით უცვლელად გრძელდება. ბახმუტში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და სიტუაცია ბოლო 24 საათში არ შეცვლილა, მაგრამ ავდიივკას მიმართულებით რუსები არამხოლოდ ქალაქის ფლანგებიდან ალყაში მოქცევას ცდილობენ, არამედ დასავლეთის მიმართულებით ცდილობენ სარკინიგზო ხაზს გაჰყვნენ და მომარაგების ერთ-ერთ ცენტრამდე, ოჩერეტინემდე მივიდნენ. უკრაინელებმა მათი შეტევის ჩაშლა შეძლეს.
- ზოგიერთი ადამიანი ტელეგრამსა და ტვიტერზე წერს, რომ რუსული საზღვაო ხომალდი ჩაძირეს შავ ზღვაშიო, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს ამის (და ნაკლებად სავარაუდოა რამე მომხდარიყო). თუმცა რუსული ხომალდები სევასტოპოლის პორტშიც კი ვეღარ დაცურავენ თავისუფლად. საზღვაო დრონების აქტივობამ რუსული ფლოტი პორტებს მიაჯაჭვა.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის