USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  484
2023 წლის 29 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- გამთენიიდან ინტენსიურად იბომბება ოკუპირებული მელიტოპოლის მისადგომები ზაპორიჟიას ოლქში. უკრაინული რაკეტები აეროპორტისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. დაბომბვა საკმაოდ ინტენსიურ და რამდენჯერმე განმეორებად ხასიათს ატარებდა. აშკარაა რომ მნიშვნელოვანი სამიზნე იქნა მიზანში ამოღებული.
- რუსები კოლონებად მიემართებიან მარიუპოლიდან მეილტოპოლის მიმართულებით. უკრაინული არტილერია რუსების მომარაგების ხაზებს ურტყამს. აშკარაა რომ რუსები ზაპორიჟიას ოკუპირებული ტერიტორიების დაცვაზე მაქსიმალურ ფსონს დებენ.
- ხერსონის ოლქში, კუპირებულ ტერიტორიაზე რუსული თავდაცვის ხაზის ერთ-ერთი ცენტრი ოლეშკიზე გადის. დღესაც, წინა დღეების მსგავსად უკრაინულმა არტილერიამ რუსულ პოზიციებზე მიიტანა იერიში. თუმცა ამჯერად სარაკეტო დარტყმების სიხშირე წინანდელზე მძლავრი იყო. იმ ფონზე, რომ რუსები სწორედ ხერსონის ოლქის მიმართულებით უკრაინელთა მხრიდან მდინარე დნეპრის მასშტაბურ გადალახვას არ გამორიცხავენ ამიტომაცაა, რომ იძულებულები არიან პოზიციის შენარჩუნებაზე გააკეთონ აქცენტი. ეს კი უკრაინული არტილერიისათვის ეფექტურ სამიზნეს წარმოადგენს.
- სიტუაცია კრიტიკულია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები უკვე ქალაქის ცენტრის მომიჯნავე მიკრორაიონებში მიმდინარეობს, თუმცა, ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილში რუსულ ტექნიკას გადაადგილება უჭირს - უკრაინულ ჩასაფრებებში ყვებიან. ამასთან, დღეს ქალაქის სიახლოვეს უკრაინელებმა რუსული საფრონტო ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდეს.
- უკრაინელთა მაღალინტენსიური იერიშები მიმდინარეობს რუსეთში, ბელგოროდის ოლქში. თავად რუსული ცნობით ძალიან მძიმე სიტუაციაა დასახლება ჩერემოშნოიეს სიახლოვეს. დაიბომბა ქალაქი ბელგოროდის მომიჯნავე ტერიტორიაც. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქებულია გაზსადენიც. თუმცა რა ვითარებაში მოხდა ეს უცნობია. ბოლო 24 საათია განმეორებითად ირთვება საჰაერო სირენები საოლქო დედაქალაქში. ფონტისპირა ტერიტორია სანგრებითაა დაფარული და ტანკსაწინააღმდეგო თხრილებია მოწყობილი. იგივე სიტუაციაა კურსკის ოლქშიც. როგორც ჩანს რუსეთში სერიოზულად ეკიდებიან უკრაინელთა ჰიპოთეტურ შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამ ეტაპზე ამის შანსი მართლაც მინიმალურია.
- უკრაინულმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ყირიმზე, ჰვარდისკიეს აეროდრომის წინააღმდეგ. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს და აფეთქების მუხტიც საკმაოდ მძლავრი იყო ნაკლებად სავარაუდოა (თუმცა გამორიცხული არ არის) უკრაინული დრონების ცნობილ მოდიფიკაციასთან გვქონოდა საქმე. უფრო მაღალი ალბათობით ესაა ან დასავლეთის მიერ გადაცემული (ჩვენთვის უცნობი) ფრთოსანი რაკეტიდან რომელიმე ან უკრაინული მოდიფიკაციის "ჰრომ" ტიპის რაკეტა, რომელიც სულ რამდენიმეა შექმნილი, თუმცა მისი ეფექტი ნამდვილად დამანგრეველია. [ვიდეო კომენტარებში]
- რუსული შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე, სპირნესა და სივერსკის მიმართულებით ჩავარდა. რუსულ ცოცხალ ძალაში ძალიან დიდია დანაკარგები. პრაქტიკულად გადაულახავ ამოცანად ექცათ რუსებს ლისიჩანსკის მისადგომებიდან უკრაინელების განდევნა. ეს კი უკრაინელებს გრძელვადიანად ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. ამ რუსული შეტევის ჩავარდნის ფონზე უკრაინელები ლისიჩანსკიდან 7 კილომეტრში საკმაოდ კარგ პოზიციაში იმყოფებიან.
- რუსი პროპგანდისტები ჩივიან მიუხედავად ასობით მილიონის რაკეტების სროლისა უკრაინაში დენის მიწოდება სრულადაა აღდგენილიო. რეალურად, რუსებმა ძვირფასი რაკეტები და რესურსები იმ მიზნის მისაღწევად გახარჯეს, რომლის შესრულებაც ფიზიკურად ვერ შეძლეს.
- უკრაინელები რუსებს ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებენ, როდესაც კონტრშეტევის სავარაუდო თარიღებსა და ადგილებს სერიოზულად განიხილავენ. რეალურად, შეტევა შესაძლოა კიდევ დიდი ხანი არც კი დაიწყოს, მაგრამ მოლოდინი, გადაღლილობა და დაძაბულობა, რომელიც ახლა რუსულ სამხედრო ძალებშია ძალიან ამძიმებს მათ მდგომარეობას.
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის