USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
თარიღი:  548
2023 წლის 28 მარტის შეჯამება უკრაინაში:
 
- მოსკოვის ოლქში, დასახლება სვიტინოსთან უკრაინული დრონი ჩამოვარდა. შესაძლოა, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა, თუმცა დრონის მცირე დაზიანებიდან გამომდინარე რთული სათქმელია რა იარაღით იქნა ის განეიტრალებული. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი სხვაა - მოსკოვის ოლქი აღარ წარმოადგენს შეუღწევად სივრცეს და როგორც ჩანს ამ ტერიტორიაზე მოქმედება უკრაინელებს უკვე დაწყებული აქვთ. ეს აპრიორი არ არის მხოლოდ სამხედრო მნიშვნელობის, არამედ ფსიქოლოგიური წნეხის გაძლიერებასაც ემსახურება.
 
- უკრაინელებმა ზაპორიჟიას ოლქში კვლავ მოსინჯეს შეტევა. როგორც ჩანს უკრაინელები რუსების თავდაცვის პოზიციებს აფასებენ, თუმცა როგორც ჩანს ისინი საკმაოდ კარგადაა გამაგრებული. დიდი დროა დათმობილი ზაპორიჟიას ოკუპირებული ტერიტორიის გამაგრებაზე, თუმცა მეორეს მხრივ უკრაინული ასეთი შეტევების აზრი იმასაც ემსახურება, რომ რუსებმა ფოკუსი ამ მიმართულებაზე გააკეთონ. რთული სათქმელია ზაპორიჟიას აირჩევენ თუ არა კიევში შეტევის მთავარ მიმართულებად, მაგრამ ის რომ უკრაინის კონტრშეტევის მოსაგერიებელი მზადება რუსული მხრიდანაც არსებობს ამის ნიშნები არის.
 
- ბახმუტისათვის საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ კვლავ იმატა. ამჯერად რუსების ძირითადი დაწოლა სამხრეთიდან ვითარდება. ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება მატულობს. ასეთ დროს ნანგრევებში სამხედრო მოქმედება შემტევი მხარისათვისაც რთულდება და დაცვაში მყოფთათვისაც. თუმცა აშკარაა უკრაინელები ბახმუტის შენარჩუნებას მაქსიმალურად დიდი დროის განმავლობაში ცდილობენ, მინიმუმ იმ დრომდე, სანამ უკრაინელები ამ მიმართულებით მყოფ რუსულ შემტევ ძალებს იმდენად არ გამოფიტავენ, რომ კოსტიანტინივკასა და ჩასივ იარს საფრთხე არ დაემუქროს.
 
- დასავლური შეიარაღების შედინების პროცესი იზრდება. "ჩელენჯერები" და "ლეოპარდები" ქვეითთა საბრძოლო მანქანებთან ერთად შეედინება უკრაინაში. რაოდენობა საკმაოდ სადაო ხდება - შესაძლოა ითქვას ერთი ციფრი და რეალურად იყოს სხვა (უმეტეს შემთხვევაში ბევრად მეტი). მაგრამ ეს არაა მთავარი - დასავლური იარაღი ფრონტის ხაზზე არ ჩანს და კონტრშეტევამდე არც გამოჩნდება. ეს ძალიან სწორი სტრატეგიაა.
- ბოლო დღეებია უკრაინელები უფრო და უფრო დაწურულ და შემცირებულ ინფორმაციას იძლევიან საბრძოლო მოქმედების ზონებიდან და ძირითადად რუსული წყაროები უფრო აქტიურობენ. აშკარაა, რომ უკრაინელები ინფორმაციის კონტროლს კონტრშეტევის მომზადების ფაზაში საკმაოდ დიდი ყურადღებით ეპყრობიან.
 
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის