USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  596
2023 წლის 25 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, თუმცა მისი კონტროლის უფლებას არ გადასცემს ოფიციალურ მინსკს. ეს ბირთვული იარაღის საკითხის გამოყენებით კიდევ ერთი, ამჯერად უკვე მეტ-ნაკლებად შეჩვეული მუქარებიდან ერთ-ერთია, რადგან სამხედრო თვალსაზრისით ბევრს არაფერს ცვლის ბელარუსში იქნება ბირთვული შეიარაღება თუ არა გარდა იმისა, რომ დასავლეთი კიდევ უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი იქება რუსეთ-ბელარუსთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რუსეთში სჯერათ დაწოლის ინტენსიურობის ზრდის ეფექტურობის, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ რაც უფრო გამწვავდება რუსეთის მხრიდან ასეთი მუქარა მით უფრო გაიზრდება დასავლეთის კონსოლიდაცია რუსეთის შესაჩერებლად. ერთ და ორ დღიანი დაშინება (თუკი რაიმე იქნა მსგავსი მიღწეული) გაივლის.
- [რუკა] საბრძოლო მოქმედებების ზონაში ხელშესახები ცვლილებები არ არის. ყველაზე ცხელ წერტილად ავდიივკას მიმართულება რჩება, სადაც რუსეთი საკმაოდ დიდი ძალებით, ფლანგებიდან უტევს ქალაქის დასავლეთ შესასვლელების/გასასვლელების მიმართულებით და ამ ფონზე ქალაქის მომარაგების მთელს დერეფანს ინტენსიურად ბომბავს. მიუხედავად ამისა, ავდიივკაში სიტუაცია სტაბილურია და ქალაქის შიგნით პოზიციები უკრაინელებს ძალიან მყარად უჭირავთ, ხოლო მომარაგების ყელი ჯერ კიდევ საკმაოდ ფართოა იმისათვის, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას. ამასთან, თუკი ვაგნერი უტევს ბახმუტს, ავდიივკას აღებას სეპარატისტების ნარჩენები, მობილიზებულები და რუსეთის სადესანტო ძალები ცდილობენ. ამ ეტაპზე ავდიივკაში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, მაგრამ რადგან ქალაქი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი პუნქტია აღმოსავლეთში მისთვის რუსები იმაზე მეტს გაიღებენ (და უკვე წელიწადზე დიდი დროა იღებენ) ვიდრე ბახმუტისათვის.
- ბახმუტში ქალაქის შემოგარენში, კოსტიანტინივკას გზის სიახლოვეს შეტაკებები მიმდინარეობს. თავად ქალაქში სამხრეთიდან ცდილობენ რუსები უშედეგო წინსვლას. ზოგადად, ქალაქში სიტუაცია ახლა უფრო სტაბილურია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო, როდესაც ბევრად მეტი პოზიციის დაცვა უწევდათ უკრაინელებს ვიდრე ახლა უწევთ.
- უკრაინელ მედესანტეთა წვრთნა მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში. მათი გამოყენება არამხოლოდ სახმელეთო კონტრშეტევისათვის შეიძლება არამედ ზურგში დესანტირებისათვისაც კი.
- 29 იანვრის შეჯამებაში ვყვებოდით ალესია კრავცოვას შესახებ, 20 წლის რუს გოგონაზე, რომელიც არხანგელსკში ცხოვრობდა და ღიად უპირისპირდებოდა კრემლს, ხოლო პუტინს როგორც რუსეთის დამღუპველ ობობად ისე იხსენიებდა. ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებაც მან დაიწყო ღიად საუბარი მაშინ, როდესაც ამაზე ვერავინ ლაპარაკობდა. მასზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და 10 წლით პატიმრობა ემუქრებოდა. შინა პატიმრობისას მას ფეხზე GPS-ის სამაჯური გაუკეთეს. 15 მარტს მან სამაჯური მოიძრო და უცნობი გზის გავლით ქვეყნიდან ლიეტუვაში გაიქცა. მოგვიანებით მან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ადამიანი ვერც სამართალს იპოვის და ვერც სიტყვის თავისუფლებას ნახავს, ამიტომაც მისთვის ქვეყნიდან გაქცევა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати