USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის უკრაინაში
дата:  314
2023 წლის 24 მარტის შეჯამება უკრაინაში:
- სიტუაცია ბახმუტის ირგვლივ სწრაფად აღარ იცვლება, მაგრამ იცვლება შეტევის დინამიკა - რუსები ცდილობენ არამხოლოდ ქალაქზე მიიტანონ იერიში, არამედ ცდილობენ დასავლეთით, კოსტიანტინივკასაკენ გადაადგილებას, სადაც უკრაინელთა დამატებითი სამხედრო ნაწილები არიან მობილიზებულები. ცხადია გზა კარგადაა გამაგრებული და რუსების წინსვლა არ შეინიშნება, მაგრამ აშკარაა რუსების მხრიდან უფრო შორეული ფლანგებიდან შემოვლის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ამასთან, კოსტიანტინივკასაკენ მიმავალი გზიდან შეტევა მარტივდება უკრაინელთა კიდევ ერთ პლაცდარმზე - ჩასივ იარზე. ჯერჯერობით ფრონტის ხაზზე სიტუაცია სტაბილურია და ნაკლებად მოსალოდნელია რუსებმა გარღვევა შეძლონ. მეტიც, ბახმუტიდან ჩასივ იარისაკენ მიმავალი ცენტრალური მომარაგების გზის ზოგიერთ მონაკვეთზე სიტუაცია გაუმჯობესდა და უკრაინელებმა ცალკეული პოზიციები აღიდგინეს.
- რუსები ცდილობენ შეტევა განაახლონ ლუგანსკი-დონეცკის ოლქების საზღვრის გასწვრივ, სივერსკისა და სპირნეს მიმართულებით. სპირნეს სიახლოვეს უკრაინელებმა შეძლეს და შემტევი რუსული ტექნიკის დიდი ნაწილი და ცოცხალი ძალა გაანეიტრალეს. შეტევა ჩავარდა.
- რუსების დაჯგუფებების რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილია ქალაქი დონეცკის ჩრდილოეთით, ავდიივკას მიმართულებაზე. ეს არის ნიუ-იორკთან (ჰორლივკას სიახლოვეს, დონეცკის ოლქში) ერთად პრაქტიკულად ფრონტის ხაზის ერთადერთი მონაკვეთი, რომელზეც რუსებმა წინსვლა ომის დაწყების დღიდან ვერ შეძლეს. ამიტომაა, რომ ახლა ფსონი მაქსიმალური ძალების მობილიზებით ავდიივკას ფლანგებიდან ალყაში მოქცევის მცდელობაზე კეთდება. უკრაინელები თავს ართმევენ რუსების ფლანგურ შეტევას ქალაქის ირგვლივ, მაგრამ რუსები განსხვავებულ ტექნიკასაც მიმართავენ - ისინი ცდილობენ რაც შეიძლება დასავლეთით შეიწიონ ღრმად და იქიდან, შორეული ფლანგიდან დაიწყონ ალყის შეკვრა. ავდიივკას ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ძლიერი სამხედროები იცავენ და რუსების მხრიდან მისი აღება ამიტომაც ვერ ხერხდება.
- უკრაინული ავიაცია დონეცკის ოლქში გააქტიურდა - მოეირიშეებმა დაბომბეს რუსული პოზიციები როგორც ავდიივკას ისე ბახმუტის მიმართულებით. მას შემდეგ რაც მიგ-29 გამოჩნდება უკრაინის ჰაერში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება.
- ყირიმში, სევასტოპოლის პორტში კვლავ რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა. ამჯერად ჯერ კიდევ არ არის ზუსტი მიზეზი დაგეგმილი, მაგრამ ბოლო კვირის განმავლობაში სევასტოპოლში აფეთქებები იმის მანიშნებელია, რომ რუსები ყველაზე გამაგრებულ პორტსაც კი ვერ იცავენ.
- "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსულ პროპაგანდას მიზანმიმართულად თუ შეუგნებლად თავადვე დაარტყა და აღნიშნა, რომ რუსული არმია ნატოს კი არა უკრაინას ებრძვის [და შესაბამისად მასთან ვერ იგებს ომს]. ეს კი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ნასროლი ქვაა - პრიგოჟინს იმაზე მინშნება უნდა რომ იმდენად არაპროფესიონალები მართავენ რუსულ არმიას ამ ფორმით ვერ გაიმარჯვებენო. უკვე ღიად სურს პრიგოჟინს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და ამ ფონზე უკმაყოფილოა იმით, რომ კატასტროფული მსხვერპლი მიიღო მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ და სამომავლოდ როგორც ანგარიშგასაწევი ძალა კიდევ უფრო დასუსტდება. შესაბამისად, მისი ზეგავლენები რუსულ არმიაში კიდევ უფრო დაიკლებს. ამიტომაა რომ დაპირისპირება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერს" შრის მატულობს.
მიყევი ბმულს - გიორგი კობერიძე
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати