USD 2.6799
EUR 3.1802
RUB 3.4968
თბილისი
რა ფასად ჩაიბარებს 2026 წლის რთველზე ყურძენს სახელმწიფო?
თარიღი:  35

„ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების ფასი, რომელთა შაქრიანობა 20%-ს აღემატება, 1 კგ 1.30 ლარი იქნება. ხარისხიანი საფერავის შაქრიანობა კი, უნდა აღემატებოდეს 22%-ს და ყურძენი უნდა იყოს დაუზიანებელი. ასეთ შემთხვევაში, 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენში სახელმწიფო 1.50 ლარს გადაიხდის“, - ეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისივე თქმით, წელიწადის ამ დროს მიმდინარეობს ვენახების ფორმირება, შესაბამისად, მევენახეებმა დაგეგმილი ცვლილებები უნდა გაითვალისწინონ.

„სახელწმიფოს ქმედებები სრულად მიმართულია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, რათა ის იყოს კონკურენტუნარიანი ღვინის მსოფლიო ბაზარზე. ამისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც მზადდება ღვინო, იყოს შესაბამისად მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხის მისაღწევად კი, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუაროთ ვენახს, არ დავტვირთოთ ვაზი და აქცენტი გავაკეთოთ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართლიანია გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო იზრდება ფასის სხვაობა ხარისხიან კონდიციურსა და დაბალხარისხიან არაკონდიციურ ყურძენს შორის“, - განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

შაქრიანობის ქვედა ზღვარად განისაზღვრა 17%, რომელზეც იქნება მიბმული უხარისხო ყურძნის დეფინიცია. „17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძნისგან ძალიან დაბალი ხარისხის ღვინო მზადდება. ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ყურძნის ხარისხიანობის არის სწორედ შაქრიანობა“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

2025 წელს სახელმწიფო ქარხნები რქაწითლის ჯიშის ყურძენს 1.2 ლარად, ხოლო 18%-ზე დაბალი შაქრიანობის შემთხვევაში — 1 ლარად იბარებდნენ. რაც შეეხება საფერავს, მისი ფასი 1.5 ლარით განისაზღვრა, თუმცა დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენს ქარხნები ამ შემთხვევაშიც 1 ლარად იღებდნენ.

მსოფლიო
Axios: აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჟენევაში დასრულდა

ამერიკისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დასრულდა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებენ ამერიკელი ჩინოვნიკებიც. დელეგაციები მოლაპარაკებების ადგილს უკვე ტოვებენ.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იყო. რა შედეგებით დასრულდა შეხვედრა, უცნობია.

ცნობისთვის, აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ირანულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენდა. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ბიზნესმენი, ჯარედ კუშნერი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის