USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
რა ეტაპზეა თბილისი-თიანეთის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია? (ვიდეო)
თარიღი:  1601

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

"პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტაცია უტარდება 3 ხიდს. მოეწყობა საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპავილიონისა და ავტობუსის  გასაჩერებელი მოედნის მოწყობა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი თბილისში იწყება და გაივლის სოფელ მამკოდის და ცხვარიჭამიას ტერიტორიებს.

თბილისი–თიანეთის გზის რეაბილიტაციის შედეგად, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება მეტად კომფორტული და შემცირდება მგზავრობის დრო", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 948 977 ლარით ფინანსდება.  სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი.

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის