საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა „ქრონიკასთან“ 2023 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა.
მისი თქმით, მაგისტრალების მშენებლობა გრძელდება.
„[რიკოთის მაგისტრალური გზის] 38 გვირაბით ვსარგებლობთ ამ ეტაპზე. 97 ხიდიდან 83 აშენებულია და 65 ხიდით ვსარგებლობთ. გეგმა გვაქვს 2024 წელს სრულად იყოს 52-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებული. წელს შევძელით და [ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ]37-კილომეტრიანი, მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა გავხსენით. მნიშვნელოვანია ასევე კახეთის მაგისტრალური გზა, რომელიც დავიწყეთ 2021 წელს. წელს შევძელით და პირველი ოთხკილომეტრიანი მაგისტრალური გზა გავხსენით. მთლიანობაში, 2025 წელს მივიღებთ 52-კილომეტრიან ახალ მაგისტრალურ გზას“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.