20 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
1 აშშ დოლარი – 2.6957 ლარი. გამყარდა 0.04 თეთრი;
1 ევრო – 3.1316 ლარი. გამყარდა 0.61 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6152 ლარი. გამყარდა 0.40 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0990 ლარი. გაუფასურდა 0.40 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.4658 ლარი. გაუფასურდა 1.24 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5856 ლარი. გამყარდა 0.02 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0623 ლარი. გამყარდა 0.01 თეთრი;
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.