9 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
1 აშშ დოლარი – 2.7005 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი;
1 ევრო – 3.1458 ლარი. გამყარდა 0.03 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5973 ლარი. გამყარდა 0.44 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0635 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.5158 ლარი. გამყარდა 3.36 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0716 ლარი. გამყარდა 1.63 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5883 ლარი. გამყარდა 0.00 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6418 ლარი. გამყარდა 0.11 თეთრი;
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.