USD 2.7091
EUR 3.1461
RUB 3.3584
თბილისი
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
თარიღი:  139

17 სექტემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი – 2.7080 ლარი. გაუფასურდა 0.29 თეთრი;
1 ევრო – 3.1979 ლარი. გაუფასურდა 1.81 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6924 ლარი. გაუფასურდა 1.24 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0656 ლარი. გაუფასურდა 0.01 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.2706 ლარი. გაუფასურდა 1.34 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0631 ლარი. გაუფასურდა 0.94 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5924 ლარი. გაუფასურდა 0.17 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6578 ლარი. გაუფასურდა 0.19 თეთრი.

ეკონომიკა
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის