USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
რა ეღირება 22 აგვისტოს დოლარი, ევრო, ფუნტი, რუბლი და სხვა ვალუტები?
Date:  304

22 აგვისტოს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:

1 აშშ დოლარი – 2.7068 ლარი. გაუფასურდა 0.68 თეთრი;
1 ევრო – 3.1532 ლარი. გაუფასურდა 0.82 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6455 ლარი. გაუფასურდა 0.18 თეთრი;
1 თურქული ლირა – 0.0661 ლარი. გაუფასურდა 0.01 თეთრი;
100 რუსული რუბლი – 3.3525 ლარი. გამყარდა 1.11 თეთრი;
1000 სომხური დრამი – 7.0762 ლარი. გაუფასურდა 0.34 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5922 ლარი. გაუფასურდა 0.45 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა – 0.6566 ლარი. გაუფასურდა 0.43 თეთრი.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way