USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
რა ედო ქრისტეს საიდუმლო სერობის დროს სუფრაზე იმერეთში, უბისას მონასტერში?
дата:  2268
შეხედეთ უბისას მონასტრის ფრესკას - „საიდულო სერობა“ და იამაყეთ! ეს არის XIV საუკუნის ქართველი მხატვრის დამიანეს და მისი მოწაფის გერასიმეს ახალი სტილი! და პოსტის ეპილოგს დავასწრებ და მოგახსენებთ: ვუსწრებთ!!! ვუსწრებთ ევროპას რენესანსში; ქართულმა შუასაუკუნეებმა უფრო ადრე დაწიყო სითამამე რენესასნსიკენ!
უბისას სამონასტრო კომპლექსი იმერეთში, ხარაგაულის გულია; ზესტაფონის აღმოსავლეთით 15 კმ-ის მოშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო -აღმოსავლეთით დგას და დროის ბრუნვას უძლებს მონასტერი, რომლის ისტორიაც IX საუკუნიდან იწყება;
ეს ის განსაკუთრებული ადგილია, რომელიც აფხაზთა მეფის მოწადინებით გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიისთვის აირჩია;
გიორგი მერჩულე ჰყვება: მოვიდა მამა გრიგოლი და სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა მას უბეი!
ოსკარ შმერლინგის ნიჭიერი ქალიშვილი, ქართული ხელოვნების მკვლევარი რენე შმერლინგიც (Rene Schmerling) სწორედ გრიგოლ ხანძთელის დროს აგებულად მიიჩნევს უბისის მთავარ ტაძარს; რომელიც მოგვიანებით სიმონ ჭყონდიდელს 1141 წელს განუახლებია;
უბისა სულ ცოცხლობდა, მაშინაც, როცა საქართველოში ბნელი წლები იდგა; XIV საუკუნეში, გიორგი ბრწყინვალის დროს, მონასტრის მთავარი ტაძარი უნიკალური ფრესკებით შეიმკო;
XVI-XIX საუკუნეებში უბისის მონასტერის პატრონები აბაშიძეების გვარი ხდება; ამაზე მეტყველებს სამარხები და შეწირულობები;
ქართული მონასტრები ლოცვის გარდა, მუდმივად ღაღადებდა ცოდნას, კულტურას; უბისაშიც სანთლების შუქზე იწერებოდა ხატები და გადაიწერებოდა წიგნები, კეთდებოდა ჭედური ფრესკები;
თუ მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს გადავალთ, ყინყიბოურის მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. მიწაში ჩაფლული უძველესი ჭურების რევადობა - 100-200 ფუთია; ჭურები მოწმეა - ძველი მოსახლეობა სწორედ მაშში ინახავდა ღვინოს და წყალს;
უბისას ფრესკები ცალკე საოცრებაა: წმინდანთა სახეებში იკონოგრაფიული მეთოდი ცხოვრებისეული მანერითაა შეცვლილი; უბისა ჰუმანურია, ემოციური, რენესანსული...
ჰოდააააა.... დიდი იტალიელის ლეონარდო და ვინჩამდე სწორედ უფისას „უკანასკნელი სერობის“ სუფრაზე ჩნდება თევზი!!! ხოლო, წმინდანთა სახეებში ადამიანური ჟესტები და მიმიკა; ასეა, ვასწრებთ!!! ვასწრებთ ევროპას რენესასნსში!
იხტიოს! ესაა ქრისტიანობის ყველაზე ცნობილი, მაგრამ სამწუხაროდ უკანასკნელი ვახშამი ქრისტეს კაცად ყოფნის დედამიწაზე!
სურფაზე დევს: ლამაზი ლარნაკები (თევზით), სურებით წითელი ღვინო, ოთხად ჯვრად დასერილი პურები (სეფისკვერები? ოთხთავი? ჯვარი!!!); დევს დანები!!! სუფრა გაწყბილია!!! გაწყობილია ქრისტიანულად და ზიარების არიბუტიკით, სადაც უბისას თევზი (ლეონარდოსთან არის გველთევზა) წმინდა ქართულ კალმახს ჰგავს და ქრისტიანობის სიმბოლოა!
გარდა ამისა: ქართველ ხატმწერ დამიანეს ზუსტად აქვს გათვლილი ჯოდმის წესები!! ლეონარდოს სერობა სკამებზე მიმდინარეობს, უბისას მონასტერში ქრისტე და მისი მოწაფეები პალესტინაში, I საუკუნის სმა-ჭამის წესების მიხედვთ - მსერობლები სხედან დიდ ბალიშებზე! (სხვა ქართულად მოხატულ სერობებში, ლეონარდომდეც ჩანს სკამები ;
და მთავარი: ლეონარდოს ფრესკაზე იუდა არ ზის ქრისტეს გვერდით. არადა წესით უნდა იჯდეს; პალესტინაში პირველ საუკუნეში ვახშმის დროს საპატიო ან საყვრელი სტუმარი იჯდა მთავარი პეროსნის გვერით;
უბისაში კი, იუდა ქისტეს გვერდით ზის. მეტიც, მაგიდაზეა გადმოწოლილი და ბარძიმს ეხება ხელით.
უბისაში, მხატვრებმა დამიანემ და გერასიმემ სახარება გააცოცხლეს; კაცობრიობის ყველაზე მთავარი კითხვა სერობაზე დაისვა: ვინ არის გამცემი? და მთავარი პასუხია: ვისაც პინაკში ჩაწებულ ლუკმას მივაწვდი!!!
უბისას მონასტერში იუდა XIV საუკუნიდან ცხოვრობს ფრესკაზე - როგორც ყველაზე საყვარელი მოწაფე და ყველაზე გამცემი პერსონაჟი კაცობრიობის ისტორიაში!
მის მაგიდაზე „გადაწოლაში“, ქრისტეს ხელის იუდას ბეჭზე დადებაში, ამ საოცარ სამუდამოდ განაბულ ჟესტში იკითხება სახარების ყველაზე დიდი საიდუმლო - იუდა გამყიდველია!
და ბოლოს მინდა გაგაცნოთ სიტყვა - მსერობლები!
მსერობლები - რა მაგარი სიტყვაა, არა?;)))
ეს მუსიკალური სულხან საბა ორბელიანთან შემომეფეთა, ლექსიკონში - წიგნის კონაში!!! მსერობელია ის, ვინც სერობას ანუ ვახშამს მიირთმევსო;))) სერის მჭამელი!
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати