USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
რა დაჯდა რეალურად ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის 3 დღიანი ქორწილი?
თარიღი:  578

იტალიაში, ვენეციაში, ადგილობრივების პროტესტის ფონზე, Amazon-ის მილიარდერი დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსისა და ყოფილი ჟურნალისტის, ლორენ სანჩესის სამ დღიანი საქორწილო ღონისძიება იმართება. წვეულებას 250-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის არიან ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.

ქორწილის მასშტაბებითა და ტურისტების სიმრავლით შეშფოთებული ადგილობრივების ჯგუფებმა საპროტესტო აქციების გამართვა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. დემონსტრანტები ქორწილის ჩაშლითაც იმუქრებოდნენ, რის გამოც წვეულებების ლოკაციები ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული რჩებოდა. ვენეციის მერი კი დემონსტრანტთა დარწმუნებას ცდილობდა, რომ ბეზოსის საქორწილო ღონისძიება მათ ქალაქს მილიონობით ევროს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანდა.

იმ ღონისძიების შესახებ, რომელსაც "საუკუნის ქორწილსაც" უწოდებენ, ძირითადი დეტალები, მათ შორის სტუმართა სია და დაგეგმილი აქტივობების ღირებულება, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება, თუმცა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გთავაზობთ მილიარდერი ბიზნესმენის ქორწილის პროგნოზებსა და მოლოდინებს.

საქორწილო ცერემონიალი და მისი შემადგენელი ნაწილები წყვილს €40-48 მილიონი ევრო დაუჯდებათ - ამის შესახებ ვენეციის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ლუკა ზაიამ, რეპორტიორებს თავად განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის აღსანიშნავად, ბეზოსი რამდენიმე მსხვილ საქველმოქმედო ფონდში აპირებს თანხის გადარიცხვას. მაგალითად, Amazon-ის დამფუძნებელი €1 მილიონ ევროს გადარიცხავს Corila-ში, აკადემიურ კონსორციუმში, რომელიც ვენეციის ლაგუნას ეკოსისტემას შეისწავლის.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი წვეულება დღეს, ვენეციის ისტორიულ ნაწილში, "ვენეციურ არსენალში" იმართება. წყვილს ქორწილისთვის ამ ადგილის შერჩევა უსაფრთხოებისთვის დასჭირდათ, რადგან ტერიტორია უზარმაზარი კედლებითაა შემოსაზღვრული. არსენალის ტერიტორიაზე მე-15 საუკუნეში ვენეციის რესპუბლიკის საზღვაო ხომალდებს აშენებდნენ.

სტუმართა ნაწილი ვენეციაში კერძო თვითმფრინავის დახმარებით ჩავიდა. ცნობილია, რომ ვენეციასა და მახლობელ აეროპორტებში, ვერონასა და ტრევისოში, 90 კერძო თვითმფრინავს ელოდნენ. ქორწილს დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერიც. ორგანიზატორებმა თავი მოუყარეს 30-მდე წყლის ტაქსისაც, რომლებიც მომსახურებას ქორწილის სტუმრებს გაუწევენ.

როგორც ცნობილია, ცერემონიალისთვის უკვე დაჯავშნილია ქალაქის ხუთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროც, რომლებსაც ჯამურად 200-250 სტუმრის მიღება შეუძლიათ.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის