USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
რა არის ნათქვამი ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ?
თარიღი:  834

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით.

ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების - შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.

“ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, [ევროკავშირის] საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.

ამავდროულად, ის [ევროკავშირის საბჭო] იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონზე, ისევე, როგორც სხვა კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საყრდენ ღირებულებებსა და პრინციპებს და რომლებიც უკუსვლას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში.

[ევროკავშირის] საბჭო იხსენებს, რომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ქმედებების მსგავსი კურსი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას, რამას გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაჩერება გამოიწვია.

[ევროკავშირის] საბჭო დამწუხრებულია საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ძალის გამოყენებისგან შეიკავონ თავი. ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს” შეესაბამება. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ ანგარიშში.

ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“.

„[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე.

საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, და მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც LGBTI პირების უფლებების.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებები, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. ვიმეორებთ, რომ ფუნქციონალური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, [ევროკავშირის] საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და აზრიანად ჩართვა”, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში არის მოწოდება საქართველოს მიმართ, გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას.

„[ევროკავშირის] საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა რიგი ნაკლოვანებებითა და დაძაბული და ძალიან პოლარიზებული გარემოთი.

დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, საბჭო მოუწოდებს საქართველოს გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას. ასევე, ყურადღება მიაქციოს ამ და OSCE/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს ორგანოების სხვა რეკომენდაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა [ევროკომისიის] ცხრა ნაბიჯია ნაწილია”, - ნათქვამია ანგარიშში.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის