USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
რა აქტივებს და ბიზნესებს ფლობს უჩა მამაცაშვილი საქართველოში?
თარიღი:  1847

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” დირექტორის მოადგილე და საქართველოს რკინიგზის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, 2017 წლიდან საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ს აფუძნებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე ბიზნესს ფლობს.

ფონდის ვებგვერდის თანახმად, მისი პროექტებია:

სასტუმრო “მელიქიშვილი ინნ”

შპს “მელიქიშვილი ინნ” ახორციელებს ახალი სასტუმროს პროექტს. სასტუმრო, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5 ნომერში მდებარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც აერთიანებს 116 ნომერს. საპროექტო შენობის I სართულზე დაგეგმილია მთავარი რესტორნისა და ღვინის ბარის განთავსება, ხოლო ბოლო სართულზე ტერასული ტიპის რესტორნის მოწყობა.

სასტუმრო ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა, მას კომპანია “ანაგი” აშენებს. მისი გახსნა 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს “მელიქიშვილი ინნ”-ის 50%-იან წილს ფლობს პირდადად უჩა მამაცაშვილი, რომელიც საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ხოლო 50%-იან წილს ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც ასევე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. კარიჭაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის - “Bolero & Company”-ის და “კ და ქართული სპირტის” დამფუძნებელია.

Illy Cafe საქართველო:

საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ის ვებგვერდის მიხედვით, 2017 წლიდან ქართულ ბაზარზე იტალიური ყავის ბრენდის illy-ის პარტნიორი შპს „Georgian Retail Investments“-ია.

“დღეისთვის კომპანია თბილისში „illy Caffé Georgia“-ს ორ ობიექტს ფლობს, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისსა“ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უახლოეს მომავალში კაფეების ქსელის გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში", - ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანია “ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთს” 2017 წლის ოქტომბერში დაარსდა და მისი მესაკუთრეები არიან - სს “მიდლ სის კაპიტალ” - 80%; კახაბერ რუსიძე - 10%; დავით საკანდელიძე - 5%; გურამ ცანავა - 5%.

ფარმაცევტული საწარმო GeoOrganics:

შპს „Geo Organics“-ი 2017 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის მიმართულებები ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაა. საწარმო, რომელიც სოფელ ზემო ლისზე მდებარეობს, GMP-ს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აშენდა.

“Geo Organics-ი საქართველოში ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკას უშვებს. წარმოების ყველა ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ხარისხის უმაღლეს კონტროლს გადის. გარდა ამისა, „Geo Organics“-ის ბაზაზე დაგეგმილია ლაბორატორიის აშენება, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დამზადება იქნება შესაძლებელი,” - ნათქვამია Middle Seas Capital-ის ვებგვერდზე.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წლის ივლისში დაფუძნდა. მასში 90%-იანი წილი დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ფირმა Geo Organics Limited-ს ეკუთვნის, 10%-იანი წილი კი “მიდლ სის კაპიტალს”.

უჩა მამაცაშვილის შესახებ:

უჩა მამაცაშვილმა საინვესტიციო საქმიანობა 1993 წელს „ბანკ როსიისკი კრედიტში“ დაიწყო და საინვესტიციო მიმართულებით წამყვანი პოზიციები ეკავა. 1996-2002 წლებში იგი „მეტალოინვესტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2006-2012 წლებში კი, ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსამრეწველო ჰოლდინგს – „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

2013 წელს უჩა მამაცაშვილი – „საპარტნიორო ფონდის“, 2016 წელს კი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2017 წელს მან დააფუძნა საინვესტიციო კომპანია „Middle Seas Capital“-ი.

საინვესტიციო ფონდ Middle Seas Capital-ის დირექტორია დავით ბოლოთაური.

ბიზნესრეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება “მიდლ სის კაპიტალი” 2017 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მასში 90%-იანი წილი ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილს ეკუთვნის, 5-5%-იანი წილები კომპანიის მენეჯერებს დავით ბოლოთაურს და გურამ ცანავას ეკუთვნით.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის