USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
რა აღმოაჩინეს ტრამპზე თავდამსხმელის მობილურში?
дата:  406

ამზადებდა თუ არა დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის თავდასხმას ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზეც?  თომას მეთიუ კრუქსის მობილური ტელეფონის შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ის ინტერნეტში ტრამპისა და ბაიდენის საჯარო შეხვედრების შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა. 

 გარდა ამისა,  კრუქსის მობილური ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების შემოწმების შემდეგ, FBI იტყობინება, რომ  ის  საძიებოო სისტემებში დეპრესიული აშლილობის შესახებ ცნობებს აგროვებდა.

ეს დეტალები კი გამოძიებისთვის ახალი თავის ტკივილია - კრუქსი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. მისი ოჯახი კი ამბობს რომ საბედისწერო დღეს მათ პოლიციაც კი გამოიძახეს, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი დაკარგული ეგონათ. გამოძიების ინფორმაციითვე, კრუქსის მანქანაში ორი ხელნაკეთი ბომბია აღმოჩენილი.

შაბათს, 13 ივლისს, როცა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერთან მხარდამჭერებს ხვდებოდა, მას ესროლეს. 

ირკვევა, რომ ტრამპის სცენიდან 140 მეტრში მდებარე შენობის თავზე ჩასაფრებულმა თომას მეთიუ კრუქსმა ნახევრად ავტომატური AR-15-ის ტიპის იარაღიდან რვაჯერ მოასწრო გასროლა. საბოლოოდ მისი განეიტრალება შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს. 

კრუქსის ნასროლი ტყვიებიდან ერთი ყოფილ პრეზიდენტს ყურზე მოხვდა. დაშავდა კიდევ სამი კაცი.  50 წლის მეხანძრე კორი კომპერატორე კი კრუქსის ტყვიამ იმსხვერპლა.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати