USD 2.7005
EUR 3.1461
RUB 3.5494
თბილისი
ქველმოქმედების წესი XI-XII საუკუნის საქართველოში
თარიღი:  5967

XI-XII საუკუნეებში საქართველოში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ქველმოქმედებისთვის მხოლოდ საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულისა და დოვლათის გაცემა იყო შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში კეთილ საქმედ არ ჩაეთვლებოდათ. 

იმდროინდელი დიდებულები და მეფეები სახელმწიფო შემოსავლებს პირადი ქველმოქმედებისთვის არ იყენებდნენ. მაგალითად, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს, რომ მეფე გლახაკებს არა სახელმწიფოს “საჭურჭლით” (ბიუჯეტით) ეხმარებოდა, არამედ თავისი ხელით მონადირებულით. თამარის პირველი ისტორიკოსი კი წერს, რომ დედოფალი თავის გაკეთებულ ნივთებს (ხელსაქმეს) ყიდდა და შემოსულ ფულს გლახაკებს ურიგებდა. 

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იმ დროში გაჭირვებულებს ქვეყნის ბიუჯეტიდან არ ეხმარებოდნენ. მაგალითად, მე-IX  საუკუნეში, ბაგრატ კურაპალატმა საქართველოში “გლახაკთა ნაწილი” დააწესა, რომელიც იყო მთლიანი სახელმწიფო შემოსავლისა და დაპყრობილი ქვეყნების გადასახადების 10%. თამარ მეფის მე-2 ისტორიკოსის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ კურაპალატის შემოღებული წესი თამარის დროსაც მოქმედებდა. 

ანუ არსებობდა “გლახაკთა ნაწილი”, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ “სოციალური დახმარება”, თუმცა ეს არ ითვლებოდა მეფის, მთავრობის პირად დამსახურებად და ისინი ცალკე, თავიანთი შრომით მოპოვებულს უზიარებდნენ სხვებს. 

ანუ, ძველადაც, სახელმწიფო ხაზინა (ბიუჯეტი) ხალხის გადასახადებით ივსებოდა და ხალხისვე საკუთრებას წარმოადგენდა. იმის მიუხედავად, რომ მეფეს ევალებოდა ის გონივრულად განეკარგა, არ ჰქონდა მისი პირადი მიზნებისთვის გამოყენების უფლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქველმოქმედებაში დახარჯავდა.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 12-ტომეულის მე-7 ტომი “ქართული სამართლის ისტორია”

გამოყენებულია საიტი https://orjerori.ge/ მასალა.

თბილისი
თელასი - დიდუბე-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის  მასივის IV და კვარტლების, ბელიაშვილის და  ცისკარიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის