USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონს" - საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია
თარიღი:  1748
ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონ"- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის ,საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.
უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური წარმომავლობის და არანაირი განმარტება დატვირთვა არ აქვს.
 
სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.
 
იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს...ის წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის.
 
სიმონი იყო გაზეთ "შინაური საქმეები" - ს წევრი, სადაც დაუფარავად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა.
 
სიმონი მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და სკოლა გახსნა. ამ დროისთვის უკვე იმერეთში არის დანგრეულია ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.
 
1924 წელსაც სოფელ როდინოულშიც რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და იმ ადგილზე ააშენეს თეატრი.
მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა.
 
მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა.
 
იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია.
 
დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.
 
და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.
 
წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: "გტკივა სიმონ?" "არა სიმონ?" "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...
თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა გახდა,როგორც გამძლეობისა და ამტანობის სიმბოლო.
 
საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, შემდეგ ტყვიანასროლებსა და ჯერაც ცოცხლებს ,მიწა მიაყარეს.
სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
 
სიტყვა "სიმონ" - ს დღესდღეისობით დაკარგული აქვს პირველადი დატვირთვა და ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.
ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე "ახალმოწამედ" შერაცხა.
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის