ქუთაისში, „საქართველოს ფოსტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე იყო, რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
მათივე ცნობით, ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და პირველ სართულზე, სადაც „საქართველოს ფოსტა“ ფუნქციონირებს, არ გადასულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.