ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მეორე ავტომობილს შეეჯახა. გარდაცვლილია ერთ მანქანაში მყოფო სამი ქალი, ორი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული, დაწყებულია გამოძიება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.
„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.