USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ქუთაისში, საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა
თარიღი:  712

ქუთაისში, საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ გაიხსნა. ფოტოფესტივალი ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ძეგლის პატივგებით დაიწყო, საკონკურსო ფოტოები კი „თიბისი ბანკის“ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი.

წელს ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს 7 ქვეყნის (საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი ) ფოტოხელოვანები და ფოტომოყვარულები.
ფეტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები და ფოტოსესიები, მონაწილეებისთვის მოეწყობა ტურები ქუთაისის და იმერეთის გასაცნობად.
საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ დაიხურება 15 ოქტომბერს.

დახურვის ცერემონიალზე, პროფესიონალური ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის