USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 16 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Date:  1068
აღნიშნული გზა ერთმანთთან აკავშირებს როგორც ქუთაისს, ბაღდათს, აბასთუმანსა და ბენარას, ისე მათ მიმდებარე სოფლებს. მათ შორის კურორტ საირმეს
დაზიანებული გზის აღსადგენად, ტარდება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და რეაბილიტაცია: რკინა-ბეტონის მილების, არხების და კედლების, ქვაცვენის საწინააღმდეგო ბადეებისა და ლითონის მოაჯირის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 7 სახიდე გადასასვლელს
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 839 371 ლარით ფინანსდება და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგემება
იხილეთ ვრცლად:https://shorturl.at/IIFkX
World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way