USD 2.6965
EUR 3.1519
RUB 3.4321
თბილისი
ქუთაისელი ებრაელები
თარიღი:  5896

იცით ვის ეკუთვნის სიტყვები?

„ ამ მადლიან და დალოცვილ მიწაზე

ერთი წუთით არ ვყოფილვარ მერყევი,

ცოცხალი ვარ შენი , ტრფობით ვიწვები

მოვკვდები და ფერფლად გადაგეყრები“...

გაზეთი „სამშობლო“ამ ლექსის შესახებ 1972 წლის ივნისში წერდა: „ამ მამულიშვილურ სიტყვებზე კარგახანია სიმღერა დაწერა ჩვენმა სასიქადულო კომპოზიტორმა გიორგი ცაბაძემ, რაც ხელიხელ საგოგმანებელ

სიმღერად იქცა“... ეს სიმღერა 1971 წელს პირველად შეასრულა ანსაბლმა „ორერამ“, შემდეგ „ივერიამ“, „რუსთავმა“ და სხვა ანსაბლებმა.

 ...ამ სიმღერის ლექსის ავტორი კი, ქუთაისში მცხოვრები პოეტი მიხეილ კაკიტელაშვილია. მან თავისი ნიჭიერი პოეზია ქართველი ხალხის სიყვარულს მიუძღვნა. მისი სიყვარული საქართველოსადმი იმდენად დიდია, რომ სხვა პოეტებსაც ეჯიბრება მოკრძალებასა და პატიოსნებაში. იგი ერთი უპრეტენზიო კაცი იყო და ცხოვრების ჭაპანს პატიოსნად ეზიდებოდა, მან საქართველოს სიყვარულში დალია სული....

ქუთაისში, გოგებაშვილის 19-ში დაიბადა შალვა მარდახიაშვილი (მარდი) - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი ევროპული ქვეყნის აკადემიკოსი, აშშ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ხდება ისრაელში წლის კაცი. ეს დიდი მიღწევაა. მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა ისრაელსა და შვეიცარიაში. ის ფლობდა მრავალ სამედიცინო პრეპარატების ფაბრიკას. როგორც ისრაელში, ასევე შვეიცარიაში. მის სახლს ქუთაისში გაუკეთდა მემორიალური დაფა.

ქუთაისში, პუშკინის ქ. II ჩიხის №16-ში მიშა დავითაშვილის მემორიალური დაფაა. მიშა დავითაშვილი ქუთაისში დაიბადა. ცნობილი ჟურნალისტი წლების მანზილზე მუშაობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქციაში. იბრძოდა მე- 2 მსოფლიო ომის წლებში. იგი იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი. მისი ინიციატივით „სოფლის ცხორება“, რომლის რედაქტორად 25 წელი იმუშავა, გამოვიდა. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ფინჯანი ჩაის  კულტურის ამაღლება, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩაის სახლების აგება მოჰყვა.

მიშა დავითაშვილი არის 15-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელთა შორისაა: „საქართველოს ცის ქვეშ“, „ლესელიძე“, „რეპორტაჟი საქართველოდან“ და სხვა.იგი დაჯილდოებულია იულიუს ფუჩიკის სახელობის მედლით (ეს ჯილდო ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მხოლოდ მას აქვს მიღებული), ასევე საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემიით.

წარმოშობით ქუთაისელი მათემატიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ჰეგელი (ელიგულაშვილი), მრავალი კონკურსის ლაურეატი, ერთ-ერთ ბრწყინვალე სპეციალისტად ითვლება ინფორმატიკისა და გამოთვლითი მეცნიერების დარგში. ამასთან ერთად არის თვითნასწავლი მუსიკოსი და შექმნილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები.

ქუთაისი, ყოველთვის იყო ქალაქი,სადაც ებრაელობა წმინდად ინახავდა საუკუნოებრივ რელიგიურ სიწმინდეს. ამიტომაც იყო, რომ ჩვენს ქალაქში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი რელიგიური მსახურები. სიამაყეს გვრიდა ყველა ქუთაისელ ებრაელს, რომ ამ პატარა ქალაქში ფუნქციონირებდა სამი სალოცავი, როდესაც საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში, სადაც ებრაული მოსახლეობა ათჯერ, შესაძლებელია ოცჯერ მეტი ცხოვრობდა, მაგრამ სალოცავები არ ჰქონდათ. ეს ნამდვილად ქართველი ხალხის უდიდესი დამსახურება იყო.

რაოდენ საამაყოა ის ფაქტი, რომ ქუთაისელ ხახამს ხაიმ ელიგულაშვილს შესთავაზეს საბჭოთა კავშირის მთავარი რაბინობა, რაზედაც მან უარი თქვა.მიზეზი: „მე ვერ მივატოვებ ქუთაისის ჯამაათსო.“

ქუთაისელი რაბინი მოშე დავარაშვილი გახლდათ მენშევიკურ მთავრობაში  რელიგიის მინისტრი.      

ქართულ გარემოსთან სიახლოვემ ებრაელებს შეუნარჩუნა და გამოუმუშავა თავისებური კოლორიტი, სწორედ ეს ურთიერთობა ხდის ქართველ ებრაელს ქართული სამყაროს ორგანულ და საინტერესო ნაწილად.

ქუთაისელი ებრაელების სია, რომელნიც ავტორიტეტულად წარმოჩინდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე და სახელი გაუთქვეს საქართველოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ძალიან გრძელია. მაგალითად: მიხელ ხანანაშვილი, ლეილა თეთრუაშვილი, იაშა თავდიდიშვილი, შალვა ჩიკვაშვილი, მიხელ ბინიაშვილი, აბონ ციციაშვილი, ვლადიმერ ფიჩხაძე, რაფიელ შამელაშვილი, უშანგი რიჟინაშვილი, ბორის ჩიკვაშვილი, ლევან იაკობაშვილი და სხვანი.

სამწუხაროდ, გარდა მემორიალური დაფებისა და ერთი ორი მუზეუმისა გამოჩენილ ქუთაისელ ებრაელთა მუზეუმები არა გვაქვს. ეს იმ მიზეზით მოხდა, რომ ემიგრაციის გამო ეს ადამიანები ყიდდნენ თავიანთ სახლებს, რამაც შეუძლებელი გახადა მათი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების საკითხი.

ქუთაისელ ებრაელებს XIX საუკუნეში ორი სინაგოგა ჰქონდათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ებრაელთა რიცხოვნობა იმდენს შეადგენდა, რომ ორი-სამი სინაგოგის საჭიროება აუცელებლობას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისტორიული დოკუმენტები მშენებელ-არქიტექტორებისა ჩვენამდე არ არის მოღწეული და საკმაოდ მწირი იმფორმაცია გვაქვს თვით მშენებლობის მიმდინარეობაზეც.

XIX საუკუნეში გაპონოვის ქუჩის დასაწყისში (ქუჩის დასაწყის ნაწილს, ჯერ კიდევ გვიანფეოდალურ ხანაში ვხედავთ დასახლებულს, ძირითადად ქართველ ებრაელთა ოჯახებით. XIX საუკუნის შუა ხანებში ქუჩამ მიიღო გელათის ქუჩის სახელი 1926წ. შაუმიანის, ხოლო 1989 წელს ბორის გაპონოვის სახელი) პატარა სინაგოგასთან, 1886 წელს  ახალი სინაგოგა აიგო 350 მლოცველზე გათვლილი, რომელიც ახლაც მოქმედია.

კვადრატული გეგმის  შენობას ოთხფერდა პირამიდისებრი სახურავი აქვს. თლილი ქვით მოპირკეთებული ფასადები პილასტრებითაა დანაწევრებული. ქუჩაზე გამავალ მთავარ ფასადზე გვერდითი ნაწილები მსუბუქი რიზალიტებით გამოიყოფა. სარკმლების თაღოვან თავსართებს შპილები აგვირგვინებს.ეზოში, შესასვლელის წინ კორინთულსვეტებიანი პორტიკია. სინაგოგის შიდა სივრცე ერთ დარბაზს წარმოადგენს, რომელიც დასავლეთისაკენ გამოყოფილია სპეციალური ეხალით (კარადა, რომელშიც მოთავსებულია „თორა“). ეხალი გარედან დაფარულია ძვირფასი ფარდით ( ფარჩა ან ბარხატი), რომლის გადაწევა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გაიხსნება ეხალი „თორას“ გამოსაბრძანებლად სათანადო თებაზე (კათედრა, სინაგოგის შუა ნაწილში შემაღლებული ადგილი) დასაბრძანებლად და წასაკითხად.სინაგოგაში ქალებისათვის სალოცავად სპეციალური ადგილია გამოყოფილი იარუსზე. აქვე, ეზოში 1912 წელს აშენებული მეორე სინაგოგა დგას. მოგვიანებით მას მეორე სართული დაემატა. ნაგებობა სადაა და საცხოვრებელ სახლს ჰგავს.

ეს სინაგოგა წარმოადგენს ერთგვარ კომპლექსს. რადგან აქ გარდა სინაგოგისა ვხვდებით სხვა დამხმარე ნაგებობებს, რომლებიც იუდეური რიტუალების ჩასატარებლადაა განკუთვნილი.ამ შენობებში ხდებოდა ძველი ებრაული (ივრითი) ენის შესწავლა. აგრეთვე მათთვის, ვინც ლოცვის დროს მთავარ სინაგოგაში ვერ ეტეოდა, ტარდებოდა ლოცვა. მრევლის სიმრავლე განაპირობებდა დამატებითი ოთახების გამოყენებას ლოცვისა და სხვა რიტუალების ჩასატარებლად.

ამ კომპლექსში შედის რელიგიური რიტუალებისათვის საჭირო ოთახები.მაგალითად ნათლობისათვის, ქეთუბისათვის და სხვა.აქვე, ცალკე შენობა უჭირავს ბოინს (საკლავის ადგილი საქონლისათვის, ფრინველისათვის). ბოინს ემსახურება შოხეტი (სპეციალისტი, რომელიც კლავს). აქვეა რიტუალური მიკვა (აბანო), რომელიც განკუთნილია ძირითადად ქალებისათვის, რიტუალური (მაგალითად, ქეთუბის წინ) განბანვისათვის.კომპლექსში შედის ქაშერი (სუფთა) ხორცის გასაყიდი მაღაზია, სადაც იყიდება აქვე დაკლულ-გასუფთავებული და შოხეტისაგან ნებადართული საკლავი. ადრე ამავე კომპლექსში შედიოდა რიტუალური  ფურნე (საცხობი), სადაც ცხვებოდა დღესასწაულ ფესახისათვის საჭირო მაცა (გაუფუარი პური). დღეს ეს ფურნე გაუქმებულია, ვინაიდან ფესახისათვის გამზადებული მაცა ისრაელიდან ჩამოდის. 

მესამე სინაგოგა, რომელიც 1852 წელს აშენდა მწვანე ყვავილას ძირას, თლილი ქვით მოპირკეთებული კუბური შენობაა სამ-სამი სარკმლით ყოველი მხრიდან. აღმოსავლეთით და დასავლეთით შუა სარკმელი მრგვალია, დანარჩენი ვიწრო და მაღალი.ფასადები აქცენტირებულია შუაში შემაღლებული ატიკებით. სარკმლებს მსხვილი ლილვით გამოყვანილი ჩარჩოები შემოწერს. ამავე სალოცავში იყო ისეთივე კომპლექსი,როგორც მთავარ სალოცავში, რომელიც დღეს უმოქმედოა, ვინაიდან მლოცველი არ არის.

მსოფლიო
European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, ევროპელები აშშ-ს უფრო მეტად მიიჩნევენ საფრთხედ, ვიდრე ჩინეთს

POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.

2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.

მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.

ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.

„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.

POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.

European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.

ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.

იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.

გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.

გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.

„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).

ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.

თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.

გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.

ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.

„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.

ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.

„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.

გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.

მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის