USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ქუმსიაშვილის N5-ში თბილისურ ეზოში შეიცვალა ძველი, ავარიული კიბე და დამონტაჟდა ახალი ჭიშკარი
თარიღი:  592

ქუმსიაშვილის N5-ის ამხანაგობამ, კრწანისის რაიონის გამგეობას ავარიული კიბისა რეაბილიტაციისა და ეზოში შესასვლელი ჭიშკრის დამონტაჟების თხოვნით მიმართა.

სამუშაოები "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში შესრულდა. თბილისურ ეზოში შეიცვალა ძველი, ავარიული კიბე და დამონტაჟდა ახალი ჭიშკარი. სამუშაოებისთვის მთლიანობაში 22 270 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს კრწანისის გამგებლის მოადგილე - შოთა ბერიძე გაეცნო.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის