USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეული გაიხსნა
თარიღი:  

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ანდრია ბასილაიამ კვირეულისა და დედაქალაქის მერიის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, დოკუმენტური სერიისა და რეპორტაჟის კატეგორიაში არჩეული ფოტოპროექტები მთელი წლის განმავლობაში, ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილზე, ღია საგამოფენო სივრცეში გამოიფინება.
„თბილისის მუნიციპალიტეტი დაარსების დღიდან მხარს უჭერს „ქოლგას“, რომელიც ჩვენი დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდა. ფოტოკვირეული ყოველ წელს გვთავაზობს ძალიან კარგ ნამუშევრებს, ბევრი ფოტოგრაფი ჩამოიყვანა დედაქალაქში და დაგვეხმარა მათი ნამუშებრების გაცნობაში. თბილისის მუნიციპალიტეტი კონკურსის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და ნომინაციაში - „მობილური ერთი კადრი“ გამარჯვებული გამოავლინა.

ღონისძიებაზე ასევე, გამოვლიდნენ 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფმა. ჯამურად, წარდგენილია 726 ფოტოპროექტი.

„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი“. მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი; სპონსორები: ფონდი „კეტარი“, „ვოლვო“, „ქენონი“, „ბინეხი“; პარტნიორები: „აჭარა ჯგუფი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტ არეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ და „პუბლიკა“, სასტუმრო „მოქსი“.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის