USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
Date:  670

ტაივანის დედაქალაქი ტაიბეი ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში წარმატებით იასპარეზა და მცირე ოქროს მედლები მოიპოვა.

სპორტსმენებმა მსაჯებისგან 71,53 ქულა მიიღეს და სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მეორე ადგილი - ამერიკელებს, მესამე კი კანადურ წყვილს ერგო. ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა თავისუფალი პროგრამით 29 თებერვალს იასპარეზებენ.

ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას გარდა, არიან ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი, სპორტულ ცეკვებში კი - მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი.

tbilisi
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

See all
Survey
By the way