საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის იანვარში 235 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2023 წელთან შედარებით 37 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, საბანკო სექტორის მოგების 88% ორ უმსხვილეს ბანკზე - "თიბისისა" და "საქართველოს ბანკზე" მოდის. უფრო დეტალურად, საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ 121 მილიონი ლარი შეადგინა, "თიბისი ბანკის" წმინდა მოგება კი 86 მილიონი ლარი იყო.
8 მილიონი ლარი იყო ლიბერთი ბანკის წმინდა მოგება იანვრის განმავლობაში, ასევე 8 მილიონს შეადგენდა "ბაზისბანკის" წმინდა მოგებაც.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, სამი ბანკი ზარალზეა, ესენია "პეისერა ბანკი", "სილქ ბანკი" და "ვითიბი ბანკი".
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.
„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ