USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
„ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს
თარიღი:  

„ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა რუსეთის დიქტატურად აღიარების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების"პროექტი "ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 13 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „არალეგიტიმურად“ აცხადებს, თუ ის თანამდებობაზე 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დარჩება.

საქართველოდან აღნიშნულ რეზოლუციას მხოლოდ პარტია „მოქალაქეების” დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა დაუჭირა მხარი.

ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილი დამკვირვებლების როლში პოლონეთში იმყოფებიან, ხოლო მას „სხვა საქმეები“ ჰქონდა.

„ჯერ ერთი, თქვენთან ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტების შეთანხმებას არ ვაპირებ. მეორე რიგში, საზოგადოებას ავუხსენი და ვთქვი, რომ ადრე, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა შემადგენლობით ვმონაწილეობდით [ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] სესიებში, ამიტომ ამიტომ აქ არანაირი ქვეტექსტი არ არსებობს. თუ რუსეთის ფედერაციასთან განვიხილავთ რამეს, ან რამეზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ ერთი ამოცანიდან გამომდინარეობს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამავდროულად, კითხვაზე არის თუ არა რუსეთში დიქტატურა „ქართული ოცნების” დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში „არის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიის სრულფასოვან მოქმედებასთან არის დაკავშირებული“.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დელეგაცია 2022 წელს ევროსაბჭოს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუციასაც არ შეუერთდა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის