USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წელს აღნიშნავს - მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
თარიღი:  1392

საქართველოს ბანკი კულტურის სფეროს მხარდაჭერას განაგრძობს.

წელს, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 80 წლის გახდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 13 და 14 ივნისს, 20:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება წლების განმავლობაში „სუხიშვილების“ მიერ შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები, რომელთა მეშვეობით მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, იმოგზაუროს ქართული ტრადიციული ცეკვის სამყაროში, რომელიც გამდიდრებულია თანამედროვე ელემენტებით. საქართველოს ბანკი - ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" მთავარი მხარდამჭერია.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge

ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის, 1 ივნისამდე იმოქმედებს წინასწარი გაყიდვები. SOLO ბარათის მფლობელები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინასწარი გაყიდვების, ასევე 1 ივნისის შემდგომ პერიოდში.

 
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის