USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Tbilisi
ქართული ღვინო მონაკოში
Date:  645

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „LE PONT CAUCASIEN“ ორგანიზებით, მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალში „Salon Monte Carlo Gastronomie“ ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალში „Salon Monte Carlo Gastronomie“ ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილოებდა: შალაურის ღვინის მარანი, ენშენთ ველი,  კონჭო და კომპანია, თავანკარი, შუხმან ვაინს ჯორჯია, ვინივერია, ქვევრის ღვინის მარანი, ვაზისუბნის მამული და შატო მუხრანი.

ფესტივალს ათასობით სტუმარი, როგორც ღვინის მომხმარებელი, ასევე კომერციული და HoReCa სექტორის წარმომადგენელი დაესწრო, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით.

„Salon Monte Carlo Gastronomie” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აღნიშნულ რეგიონში, რომელში მონაწილეობაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას არა მარტო მონაკოში, არამედ საფრანგეთში.

society
შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, ცოდნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ და ქუჩა გადაკეტეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, მანქანა შევიდა და "დრიფტი" მოაწყო.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way