USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ ჩაატარდა
Date:  590
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში, სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ ჩაატარა. სწავლების მიზანს, ყვარელში არსებული განგაშის გამაფრთხილებელი სისტემის ტესტირება, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
სწავლებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები ესწრებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე დურუჯის შესართავის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიქმნა ღვარცოფის მოვარდნის საფრთხე, რასაც შესაძლოა გამოეწვია რისკის ზონაში არსებული საცხოვრებელი უბნების დატბორვა. სიტუაციის ეფექტიანად მართვისთვის, შეიქმნა შტაბი, სადაც გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შედგა კრიზისის მართვის გეგმა. უწყებების კოორდინირებულად მუშაობის შედეგად, მოხდა მოსახლეობის უმოკლეს დროში ინფორმირება და ყველა შესაბამისი საევაკუაციო მოქმედებების განხორციელება.
სიმულაციურ სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გვარდია, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way