USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლიკვიდირებული
თარიღი:  1051

აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა - ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„აშშ-ის სამხედრო ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. ვიცით, რომ ოპერაციას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ბილ ურბანმა.

როგორც CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზატორის წინააღმდეგ ოპერაცია ჯო ბაიდენის თანხმობით განხორციელდა. როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს, ქაბულის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმების სერიაზე პასუხისხმგებლობა „ისლამური სახელმწიფო - ხორასანის“ ფილიალმა აიღო.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის