USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
„პუტინის მეღვინეების გასაჭირი: აღარც ევროპული ბოთლები და აღარც კორპის საცობები“ - «Deutsche Welle» (გერმანია)
Date:  594

გერმანული რადიო „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის მეღვინეების გასაჭირი: აღარც ევროპული ბოთლები და აღარც კორპის საცობები“ (ავტორი - ევგენი თეიზე).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

შავი ზღვის ბრიზი, მზის სხივები და წყლის უკიდეგანო ცისფერი ზედაპირი - თვალწარმტაცი პეიზაჟებისა და თბილი კლიმატის გამო კრასნოდარის მხარის შავიზღვისპირეთის მიმზიდველი მწვანე ბორცვ-გორაკები „რჩეული რუსებისათვის“ დასასვენებლად ადგილად არის გადქცეული. სწორედ აქ, გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს შთამბეჭდავი „პუტინის სასახლე’, რომელიც მსოფლიოსათვის ალექსი ნავალნის დოკუმენტური ფილმით გახდა ცნობილი. სწორედ ამ მხარეში ჩნდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზედიზედ ახალი „ელიტური ვენახები“ და ღვინის თანამედროვე ქარხნები - სტატუსური ჰობები მულტიმილიონერებისა და მულტიმილიარდერებისათვის კრემლის „ხაზეინის“ ახლო გარემოცვიდან.

 „იმ ყველაფრიდან, რაც მე იქ ვნახე, მხოლოდ ერთით დავინტერესდი (...) - ღვინის დამზადებით და ღვინის ქარხნებით“, - აღიარა ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის იანვარში სტუდენტებთან მოწყობილი „ტელეხიდის“ დროს. რუსეთის პრეზიდენტმა დიალოგის მსვლელობაში „პუტინის სასახლის“ არსებობა უარყო, მაგრამ აღიარა, რომ როცა მისი მეგობრისა და მრჩევლის ბორის ტიტოვის ღვინის მარანში - „აბრაუ-დიურსოში“ მიდის ხოლმე, „სუნთქვა ეკვრის“.

ევროპიდან - ყველაზე საუკეთესო

ბორის ტიტოვი თავისი ღვინის ქარხნისათვის, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია მისი ვაჟი პავლე განაგებს, ფულს არ ზოგავს. ვაზის ნერგები, ღვინის კასრები და სხვა მოწყობილობა-დანადგარები იტალიაში საუკეთესო მწარმოებლებისაგან იქნა შეძენილი, ხოლო კომპანია SAVERGLASS-ის დიზაინერულ ბოთლებს საფრანგეთიდან იღებს. „ჩვენ საუკეთესო ვართ საუკეთესოებს შორის“ - ასე განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში პავლე ტიტოვ-უმცროსმა, რომელიც კრემლისთვის ღვინის რჩეული მიმწოდებლების სიაში შედის.

კიდევ ერთი ღვინო კრემლის ბინადრებისათვის, რომელმაც მასმედიაში უკვე მოასწრო არაოფიციალურად „პუტინის ღვინის“ სახელით დამკვიდრება, არის ღვინო „უსადბა დივნომორსკოე“ ("Усадьба Дивноморское"), რომელიც ბოლო წლებში მთავარ ალკოჰოლურ სასმელად იქცა უმაღლესი დონის მიღების მენიუებში. როგორც მენიუს ფოტოსურათი მოწმობს, სწორედ ამ ღვინის დაგემოვნებას სთავაზობს ხოლმე ვლადიმერ პუტინი საპატიო სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან - ალექსანდრე ლუკაშენკოთი დაწყებული, სი ძინპინით დამთავრებული.

ამ ღვინის დამზადებისთვის საჭირო ყურძენი „პუტინის სასახლესთან“ მდებარე ვენახში მოჰყავთ, რომელიც ათი წლის წინ პრეზიდენტის მეგობრებმა - კომპანია „აბრაუ-დიურსოს“ მესაკუთრეებმა - დივნომორსკში, ზღვასთან ახლოს გააშენეს, მაგრამ 2019 წელს ეს ყველაფერი - ღვინის ქარხანაც და ვენახებიც - კომპანია „ლაზურნაია იაგოდამ“ ("Лазурная ягода") შეისყიდა, რომელსაც პუტინის გარემოცვის ოლიგარქი გენადი ტიმჩენკო ფლობს, ვლადიმერ კოლბინთან ერთად. ამ უკანასკნელს რუსული მასმედია პრეზიდენტის ბავშვობის მეგბრის შვილად მიიჩნევს.

მშვიდობით, იტალიელო მომწოდებლებო...

ისევე როგორც ღვინო „აბრაუ-დიურსოს“ წარმოება, „უსადბა დივნომორსკოეს“  ტექნოლოგიების დახმარებით ხდება. როგორც საბაჟოს მონაცემების ანალიზი აჩვენებს, ღვინის ქარხნისთვის ყველაფრის შეძენა მხოლოდ ევროპის საუკეთესო კომპანიებისაგან ხდება. აქ გამოიყენება არა მხოლოდ იტალიური ვაზის ნერგები და მოწყობილობები, არამედ ღვინის დამზადებასაც იტალიელი ენოლოგი მათეო კოლეტი ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, იტალიელი სპეციალისტი მშვიდად აგრძელებს ელიტურ ღვინის ქარხანაში მუშაობას.

თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას კომპანიისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია, ომმა იტალიელ ენოლოგს, „სასახლის მეღვინეს“, თავის ტკივილი გაუხშირა

პირველ რიგში იმიტომ, რომ გაჩნდა პრობლემა ღვინის ტარის გამო: კრემლში „უსადბა დივნომორსკოეს“ გაგზავნა ადგილობრივი მწარმოებლის „კუბანსტეკლოტარის“ მიერ გამოშვებული ბოთლებით კი არ ხდება, არამედ იტალიიდან ჩამოტანილი ბოთლებით, რომელსაც კომპანია Vetri Speciali ამზადებს. მაგრამ როგორც „დოიჩე ველეს“ იტალიურ კომპანიაში უთხრეს, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ Vetri Speciali ვლადიმერ პუტინის მეღვინეებთან აღარ თანამშრომლობს: „ფაქტიურად, ყველა ეკონომიკური და მონეტარული ტრანზაქციები რუსეთთან შეჩერებულია, მათ შორის კომპანია „უსადბა დივნომორსკოესთანაც“, - განუმარტეს „დოიჩე ველეს“ ქალაქ ტრენტოში მდებარე Vetri Speciali-ს ოფისში.

ბოთლს კორპის მუხის საცობი ჭირდება...

კრენლის მეღვინეებისათვის მინის ტარა პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემას წარმოადგენს საცობი. გასული წლის ზაფხულში ევროკავშირმა რუსეტში კორპის მუხისაგან დამზადებული კლასიკური კორპის საცობების შეტანა აკრძალა. კომპანია „უსადბა დივნომორსკოე“ უმაღლესი „ა“ კლასის საცობებს იყენებს, რომელიც 52 წლის მუხებისაგან მზადდება“, - სიამაყით ამბობდნენ ერთ-ერთ ომამდელ ინტერვიუში „უსადბის“ მწარმოებლები. იმ დროს ის ფაქტი, რომ ყველა წამყვანი მიმწოდებელი ევროკავშირიდან იყო, პრობლემას არ ქმნიდა. მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო... „ჩვენმა კომპანიამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი და ყოველგვარი ინვესტიცია შეწყვიტა“, - შეატყობინა „დოიჩე ველეს“ კომპანია Corticeira Amorim-ის წარმომადგენელმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ნატურალური კორპის მუხის ნაწარმის ექსპორტში.

მსოფლიოში კორპის ნაწარმის 70% პორტუგალიაში მზადდება. მეორეადგილზეა მისი მეზობელი ესპანეთი. „აბრაუ-დიურსო’ და „უსადბა დივნომორსკოე“ სწორედ კომპანია Corticeira Amorim-ის მიერ წარმოებული საცობებით სარგებლობდნენ.

პლასტმასი? არასოდეს. მხოლოდ კორპის...

„ისეთი ღვნოებისთვის, რომლებსაც „პრემიუმის“ კატეგორიაზე აქვთ პრეტენზია, ნატურალური კორპის მუხისაგან დამზადებული საცობი განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს“, - განუმარტავს „დოიჩე ველეს“ უტს გრაფმანი, გერმანული ღვინის ლექსიკონის Wein.Plus-ის გამომცემელი, - „ეს ტრადიციაა. რასაკვირველია, ტექნიკურად კორპის საცობი შეიძლება სინთეზურით შეცვალო, მაგრამ თუ ასე გააკეთებ, ყველა იფიქრებს, რომ ღვინო იაფფასიანია“, - ამბობს სპეციალისტი. გარდა ამისა, ნატურალური საცობი შეუცვლელია, როცა ღვინო ბოთლში აგრძელებს საუკეთესო არომატის მიღწევას, როცა ბოთლში ჟანგბადი ზომიერად შედის.

ამრიგად, ნატურალური მუხის ხისგან დამზადებულ საცობებზე ემბარგოს გამოცხადების სემდეგ კრემლის „ელიტური“ ღვინის მწარმოებელები სერიოზული პრობლემის წინაშე დადგნენ. საქმე იმაშია, რომ თუ ღვინოს „პრემიუმ-ხარისხზე“ აქვს პრეტენზია, მაშინ თურქული და ტუნისური კორპის მუხისაგან დამზადებულ საცობებიც არ გამოდგება, რომლებიც შეიძლება ტრიქლორანიზოლს შეიცავდეს - ნივთიერებას, რომელიც მუხის სოკო შეიცავს და ღვინოს გემოს უცვლის. პორტუგალიაში და ესპანეთში კი ეს პრობლემა მოგვარებულია.

 

კრემლში, თურქეთის გავლით

იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაფასებული ელიტური ღვინის ბოთლებში სოკოებიანი კორპის მუხის საცობიანი ბოთლი არ მოხვდეს, მის სანდო მეღვინეებს დიდი ძალისხმევა უწევთ. 2022 წლის ივლისიდან, როცა ევროკავშირის ემბარგო ძალაში შევიდა, „აბრაუ-დიურსომ“ Corticeira Amorim-ის საცობების იმპორტი გააგრძელა, მაგრამ თურქეთის მეშვეობით.

რაც შეეხება საერთოდ ნატურალურ საცობების იმპორტს, ამჟამად ახალი მონაცემები კომპანიების საიტებზე გამოქვეყნებული არ არის. შესაბამისად, „დოიჩე ველემ“ ვერ დაადგინა, თუ რა ნეგატიური გავლენა მოახდინა საცობების უკმარისობამ კომპანიებზე და თუ მოახდინა, როგორ აპირებენ ისინი პრობლემის მოგვარებას.

პორტუგალიელები „დამატებით ზომებს“ მიიღებენ..

თავის მხრივ, კომპანია Corticeira Amorim-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მათთვის არაფერი არ არის ცნობილი საცობების რუსეთში თურქეთის გავლით მიწოდების შესახებ. „ჩვენ ყველა ყოფილ და ამჟამინდელ კლიენტს შევატყობინეთ, რომ აღარ გვსურს პროდუქციის მიწოდება რუსეთისათვის“, - ამბობენ Corticeira Amorim-ის ოფისში, თუმცა აღნიშნეს, რომ თურქეთთან დაკავშირებით სიტუაციას გადაამოწმებენ: „კონტრაგენტების მიმართ დამატებით ზომებს მივიღებთ, რომ სანქციების გვერდის ავლით მიწოდება აღარ მოხდეს“.

თუ მიმწოდებლები ევროკავშირის სანქციებს დაარღვევენ, ისინი 10 ათასი ევროთი დაჯარიმდებიან. ევროკომისიამ მინიმალური ჯარიმის გაზრდა კომპანიის წლიური ბრუნვის 5%-ით მოითხოვა და შესაძლოა, მათი მფლობელები სისხლის სამართლებრივადაცდაისაჯნონ.

წყარო: https://www.dw.com/ru/bedy-vinodelov-putina-ne-vo-cto-razlit-necem-zakuporit/a-65659663

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way