USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
პუტინი - "რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების პრობლემების გადაჭრაში"
Date:  395

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში, - ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას ე.ს. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.

„რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის აქტიური დახმარების გაწევას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დღეს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way