USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
პუტინი - რუსეთი აშშ-ის იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის
თარიღი:  

რუსეთი ებრძვის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელსაც შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში აწარმოებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

„ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ჰეგემონური პოლიტიკის წინააღმდეგ, აშშ-ისა და მისი თანამგზავრების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ “, - აღნიშნა პუტინმა.

მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.

პუტინის მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის ურთიერთობა თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ეფუძნება თანასწორუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებს“, - რუსეთის პრეზიდენტმა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის