USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
პუტინი - ნატო უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს
თარიღი:  437

დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში ცვლის მის არსს, რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს გადაწყვეტილებები ამ გზით შექმნილი საფრთხეების საფუძველზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა - ეს უკვე მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს, ხასიათს. ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს ქვეყნები, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომში არიან ", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუკი ეს მოხდება, რუსეთი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც მას შეექმნება.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნატო-ს ქვეყნები ამჟამად განიხილავენ არა მხოლოდ კიევის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის შესაძლო გამოყენებას, არამედ წყვეტენ, უშუალოდ ჩაერთონ თუ არა უკრაინის კონფლიქტში.

„ამ სარაკეტო სისტემების ფრენის მისიების შესრულება მხოლოდ ნატო-ს სამხედრო პერსონალის მიერაა შესაძლებელი. ეს შესაძლებელია მხოლოდ თანამგზავრების სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით, რაც უკრაინას არ გააჩნია. ამიტომ, საუბარია არა იმაზე, მისცენ თუ არა უკრაინის რეჟიმს ამ იარაღით რუსეთზე დარტყმის უფლება, საუბარია გადაწყვეტილების მიღებაზე: ნატო-ს ქვეყნები უშუალოდ ჩაერთონ კონფლიქტში, თუ არა. თუ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატო-ს ქვეყნების - აშშ-ის, ევროპის ქვეყნების - უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში“, - აღნიშნა პუტინმა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის