პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ბინგ ლიუ, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს.
CNN-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.
როგორც მოკლულის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ კვლევებში მნიშვნელოვან აღმოჩენასთან საკმაოდ ახლოს იყო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.