USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი: ევროპის კავშირის ხედვა სატრანსპორტო სფეროში, მოკლედ და გასაგებად
дата:  1312

უნდა შეიქმნას ევროპის ერთიანი სატრანსპორტო სივრცე (Single European Transport Area). ამ სივრცეში მთავარია ისეთი მობილობის უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმლურად ითვალისწინებს ეკოლოგიური ასპექტებს. მისი საფუძველი უნდა გახდეს ურთიერთდაკავშირებული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, როგორც სატვირთო გადაზიდვებისთვის, ისე მგზავრთა გადაყვანისთვის. ამისთვის სატრანსპორტო სისტემა უნდა გაძლიერდეს ხელმისაწვდომი High Speed Rail ქსელით, ნულოვანი გამონაყოფის სატრანსპორტო საშუალებებისთვის დამუხტვის და საწვავით გასაწყობი, აგრეთვე განახლებადი და დაბალნახშირბადიანი საწვავის მიწოდების ურიცხვი ინფრასტრუქტურული ობიექტებით, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ადამიანის ფიზიკურ მოქმედებაზე დაფუძნებული მობილობის (active mobility) უფრო მეტად შეთავაზებით ეკოლოგიურად უფრო სუფთა ქალაქებში, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

გაციფრების პროცესი უნდა იყოს შეუცვლელი მაძრავი ფაქტორი მთელი სისტემის მოდერნიზაციისთვის, რათა ის გახდეს ერთიანი და უფრო ქმედითი. ევროპამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს გაციფრების და ავტომატიზაციის პროცესი უსაფრთხოების, საიმედობის და კომფორტის დონის შემდგომი ამაღლებისთვის, ამასთან უნდა შეინარჩუნოს ლიდერის პოზიციები სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოების და სერვისების შეთავაზების სფეროებში, აგრეთვე უნდა გაზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ქმედითი და სტაბილური ლოგისტიკური ჯაჭვების მეშვეობით.
აღნიშნული ევოლუციის მიღმა არავინ უნდა დარჩეს: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მობილობა მისაწვდომი და ფასების მხრივ შესაძლისი იყოს ყველასთვის, რომ სოფლის და შორი რეგიონები უკეთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რომ შეზღუდული გადაადგილების უნარის ადამიანებისთვის და ინვალიდებისთვის იყოს მისაწვდომი, და რომ აღნიშნულმა სექტორმა შესთავაზოს კარგი სოციალური პირობები, კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები და უზრუნველყოს მიმზიდველი სამუშაო ადგილები.
სატრანსპორტო სექტორში წერტილოვანი ცვლილებების არსებული პარადიგმა უნდა შეიცვალოს ფუნდამენტური ტრანსფორმაციით. ამგვარად, წინამდებარე სტრატეგია წარმოგვიდგენს ევროპული ტრანსპორტისთვის მდგრადი და ინტელექტუალური მომავლის უზრუნველყოფის საგზაო რუკას. ჩვენი ხედვის ცხოვრებაში გატარებისთვის მასში იდენტიფიცირებულია 10 საფლაგმანო სფერო და სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მუშაობას უახლოეს წლებში. სტრატეგიის საფუძველში არსებული სცენარები, რომელიც საერთოა იმათთვის, ვინც მხარს უჭერს „2030 climate target plan“-ს (იგულისხმება სათბურის აირების გამონაყოფის მოცულობის შემცირება 2030 წლისთვის, მინიმუმ, 50-55 %-ით 1990 წლის დონესთან შედარებით), წარმოაჩენენ იმას, რომ შესაბამისი დონის ამბიციების შემთხვევაში, წინამდებარე სტრატეგიაში გადმოცემული პოლიტიკური ზომების კომბინაციას შეუძლია უზრუნველყოს სატრანსპორტო სექტორში მაბინძურებელი ნივთიერებების გამონაყოფის მოცულობის 90 %-ით შემცირება 2050 წლისთვის.
ევროპის სატრანსპორტო პოლიტიკაში განსაზღვრულია სხვადასხვა ძირითადი ეტაპები (milestones), რომელიც გვიჩვენებს ევროპის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გზას, რათა მიღწეული იქნას მდგრადი, ინტელექტუალური და მტყუნებამედეგი მობილობის სისტემის შექმნის მიზანი, რისთვისაც მითითებულია მომავალი პოლიტიკის აუცილებელი ამბიციები, როგორიცაა:
2030 წლისთვის:
• ევროპის საავტომობილო გზებზე ექსპლუატაციაში იქნება, მინიმუმ, 30 მილიონი ავტომობილი ნულოვანი გამონაყოფით;
• ევროპის 100 ქალაქი იქნება კლიმატურად ნეიტრალური;
• High Speed Rail ქსელში გადაზიდვების მოცულობა გაიზრდება ორჯერ;
• დაგეგმილი კოლექტიური სამგზავრო რეისები 500 კმ-მდე მანძილზე, ევროპის კავშირის ფარგლებში, უნდა შესრულდეს ნახშირბადის ნულოვანი გამონაყოფით.
• ვტომატიზებული მობილობა უნდა დაინეგოს დიდი მასშტაბით;
• მზად იქნება ბაზარზე ექსპლუატაციისთვის გემები ნულოვანი გამონაყოფით.
2035 წლისთვის:
• მზად იქნება ბაზარზე ექსპლუატაციისთვის დიდი თვითმფრინავები ნულოვანი გამონაყოფით.
2050 წლისთვის:
• თითქმის ყველა ავტომობილი, ფურგონი, ავტობუსი, აგრეთვე დიდი ტვირთამწეობის ახალი სატრანსპორტო საშუალება იქნება ნულოვანი გამონაყოფით;
• სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა გაორმაგდება;
• High Speed Rail ქსელში გადაზიდვების მოცულობა გაიზრდება სამჯერ;
• მულტიმოდალური ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელი (Trans-European Transport Network - TEN-T), რომელიც აღჭურვილია მდგრადი და ინტელექტუალური გადაზიდვების უზრუნველყოფისთვის მაღალ სიჩქარეზე დაკავშირებულობით, იფუნქციონირებს ყოვლისმომცველ ქსელში.
 
ახლა, თუ გაქვთ დრო, გადაავლეთ თვალი „საქართველოს ტრანსპორტის ეროვნულ სტრატეგიას“
და სცადეთ იპოვოთ რაიმე შეხების წერტილები „ევროპის სატრანსპორტო სტრატეგიასთან“. ვერ იპოვით, რადგან, უბრალოდ, არ არსებობს. მაშასადამე, მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი „საქართველოს 2023 – 2030 წლების ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია“ არ ემსახურება მთავარი მიზნის მიღწევას. მთავარი, სტრატეგიული მიზანი საქართველოს სატრანსპორტო სისტემისთვის უნდა იყოს ევროპის ერთიანი სატრანსპორტო სივრცის (Single European Transport Area) ნაწილად გახდომა, და არა „საქართველოს როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება“, როგორც ეს მითითებულია დოკუმენტში.

ვერ გახდება საქართველო „რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი”, თუ ის არ გახდა ევროპის ერთიანი სატრანსპორტო სივრცის ნაწილი!

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати