USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
პროექტ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 160 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა
თარიღი:  859

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის წარმატებულად განაგრძობს.

მიმდინარე წელს, განახლებული სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სააგენტომ კერძო სექტორს ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების 308 ობიექტი შეთავაზა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სახელმწიფო საწარმოები.

დღეის მდგომარეობით ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 161 ობიექტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასი 101,984,700 ლარი იყო, ხოლო მაღალი კონკურენციის პირობებში აუქციონების საბოლოო შედეგმა 160 მლნ ლარი შეადგინა. გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა.

გაიყიდა შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის’’ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი და შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ 49%-იანი წილები.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღო მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გამხდარიყო სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად განაგრძობს ბიზნეს სექტორისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონების შეთავაზებას. ამ ეტაპზე ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 147 ობიექტი, საიდანაც 8 სახელმწიფო საწარმოა.

სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ საპრივატიზებო რუკას მუდმივად ემატება ახალი შეთავაზებები, მათ შორის სამრეწველო, ტურისტული, სოფლის მეურნეობის და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.
მიმდინარე ელექტრონული აუქციონები იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის